ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წარმოიდგინე საქართველო 2025 წელს


ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის (ნიმდი) ინიციატივით დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულები ანაკლიაში შეიკრიბნენ

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:07:34 0:00
ბმული

წარმოიდგინე საქართველო 2025 წელს არა ოცნებებში, არა უტოპიაში, არამედ რეალურად. როგორი უნდა იყოს სახელმწიფო მოწყობა, დაახლოებით რა პროგრესი შეიძლება გავთვალოთ იმ დროისთვის, ვინ იქნებიან ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორები, როგორი იქნება განათლების სისტემა და ყველაზე მნიშვნელოვანი: რა გვინდა 2025 წლისთვის. ეს თარიღი, რა თქმა უნდა, პირობითია. უბრალოდ ნიშანია იმისა, რომ იგულისხმება გრძელვადიანი დაგეგმვა და ხედვის შემუშავება, მომავლის პერსპექტივების გაანალიზება.

სანამ ძირითად სათქმელზე გადავიდოდე, მინდა ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ. ომის შემდგომ, როდესაც რამდენიმე დოკუმენტურ, მცირე ქრონომეტრაჟის ფილმზე ვმუაობდი go group media.net -სთვის ერთი საგულისხმო მომენტი ჩამრჩა მეხსიერებაში. ჩვენი ფილმის გმირები ომით დაზარალებული ადამიანები იყვნენ.

იმ მიზნით, რომ რესპონდენტი გაიხსნას და კამერის წინაშე კომპლექსი დაძლიოს, ამავდროულად, რაც შეიძლება მეტი და საინტერესო ინფორმაცია მიაწოდოს კორესპონდენტს, go group media.net-ს საკმაოდ გრძელი და მრავლისმომცველი კითხვარი აქვს შედგენილი, რომელთა შორის ერთი კითხვა ასე ჟღერს: როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ცხოვრება 3, 4, 5 წლის შემდეგ. ომით დაზარალებულ ადამიანებს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირდათ. თუმცა ეს მხოლოდ ომით დაზარალებული ადამიანებისთვის დამახასიათებელი არაა, არამედ ზოგადად, ტრავმირებული საზოგადოებისთვის რთულია მომავლის დაგეგმვაზე ფიქრი, მაშინ, როდესაც მიმდინარე და ყოველდღიური პრობლემები თავზესაყრელი და გადაუწყვეტელი გაქვს. ჯანსაღი საზოგადოებისთვის, საზოგადოებისთვის, რომელიც წინ, მომავლისკენ იხედება და იცის, რა სურს და რა უნდა მიიღოს მომავლისგან დაგეგმვა, რამდენიმე წლიანი პერსპექტივის გააზრება ჩვეულებრივი მოვალენაა.

რამდენიმე დღის წინ ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის (ნიმდი) ინიციატივით დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ანაკლიაში შეიკრიბნენ, სადაც ერთი კვირის მანძილზე სამუშაო თემა სწორედ მომავლის ხედვის შემუშავება იყო. დანახვა, წარმოდგენა, გააზრება იმისა, რა გვინდა მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ 2025 წელს, რა შანსები და მექანიზმები არსებობს ამ სურვილების განსახორციელებლად.

მუშაობის პროცესში დაახლოებით 50 სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის ადამიანი იყო ჩართული. უარღესად საინტერესო და აქტიური შეხვედრების ბოლოს საქართველოს მომავლის ხედვა ხუთმა ჯგუფმა წარმოადგინა. აი, რას ამბობს ჩვენთან საუბრისას შეხვედრების ერთ-ერთი მონაწილე ქუთაისიდან ნათია გუდავა („Breath საქართველოს“ გენერალური მენეჯერი):

"თუ ჩვენ სისტემურად დავიწყებთ ამაზე ფიქრს, ეს გადაგვივა უნარ-ჩვევებში ჩემს თაობას და ჩვენს მომავალ თაობას. "
თამარ მიქელაძე, თელავის უნივერსიტეტის პროფესორი მიიჩნევს, რომ სწორად და გამართულად ორგანიზებული განათლების სისტემის მუშაობა უკეთესი მომავლის გასაღებია:

"საჭიროა ჩვენი მომავალი დავგეგმოთ. ჩვენში ეს კულტურა არ არის და საკუთარ ცხოვრებასაც არ ვგეგმავთ. როგორც ბიზნეს უდგებიან ადამიანები და ერთი წელზე თვლიან მომავალ გეგმებს, ისე უნდა გავაკეთოთ და ასე უნდა მივუდგეთ ჩვენი ქვეყნის მომავალს" .

ირაკლი ქობალია ნიმდის პროგრამების ოფიცერია. ჩვენთან საუბრისას იგი ამბობს:

"საზოგადოება არის ორიენტირებული მოკლევადიან საკითხებზე, რომელიც ყოველდღიურად წამოიჭრება და ადამიანები ამაზე შესაბამისად რეაგირებენ. თუ რა იქნება 5, 10 ან 15 წლის შემდეგ, ამაზე ცოტა თუ ფიქრობს. რეალურად ეს აუცილებელია, რომ ისეთი ქვეყანა შევქმნათ, როგორიც გვინდა რომ იყოს და არ მივყვეთ დინებას."

ზაზა ჭიპაშვილი, დემოკრატიის სკოლის მენეჯერი გორში:

"დიდი დეფიციტია იმის, რომ ჩვენ ქვეყანაში ნაკლებად ვფიქრობთ მომავლის ხედვებსა და სტრატეგიებზე. ამაზე ზრუნვა ძალიან დაგვაახლოვებს ერთმანეთს, კონფლიქტების მოგავრების მიმართულებით იქნება ეს განხილული თუ ეკონომიკური მიმართულებით."

გარდა იმისა, რომ დემოკრატიის სკოლების წარმომდგენლები მზად არიან მონაწილეობა მიიღონ და პროპაგანდა გაუწიონ იდეას მომავალის გააზრებისა და დაგეგმვის აუცილებლობის შესახებ, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტი დააფინანსებს ლოკალური და აქტუალური პრობლემის მოგვარებისკენ მიმართულ კამპანიას.

XS
SM
MD
LG