ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მონიტორინგის შედეგები წარადგინა


„სასამართლო სისტემაში თითქოს ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ პრაქტიკა საწინააღმდეგოს ადასტურებს.“

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სასამართლო სისტემის მონიტორინგის შედეგები წარადგინა. უკანასკნელი 6 თვის მანძილზე, საიას ადვოკატები შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ 500– ზე მეტ სასამართლო პროცესს დაესწრენ თბილისის საქალაქო სასამართლოში და ანგარიშში სისტემის პრაქტიკის შესახებ ინფორმაცია ასახეს.

სისხლის სამართლის კოლეგიის მონიტორინგი 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა, მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეებზე. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ „კანონმდებლობის თვალსაზრისით, სასამართლო სისტემაში თითქოს ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ პრაქტიკა საწინააღმდეგოს ადასტურებს. გაურკვეველია მოსამართლეთა კონფერენციის ფუნქიაც. სინამდვილეში, სასამართლო სისტემაში ყველა სახის გადაწყვეტილებას იუსიტიის საბჭოში, დაახლეობის რვა ადამიანი იღებს“.

საიას მონიტორინგი მოიცავს მოსამართლეთა საქციელისა და პროცესუალური ქცევის შედარებასაც სისხლის სამართლის კოდექსთან, საქართველოს კონსტიტუციასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან. მონიტორების მიზანს არ წარმოადგენდა დაკვირვება პროცესის შინაარსობრივ მხარეზე. მათი მეთვალყურეობის საგანს სასამართლო პროცესებზე წარმოადგენდა მოსამართლის ქცევა: მაგალითად, რამდენად იზიარებდა ან უგულვებელყოფდა იგი შუამდგომლობებს, რომლებსაც დაცვისა და ბრალდების მხარე აყენებდა.თინათინ ავალიანი, საიას ადვოკატი ამბობს, რომ სასამართლო დღეს ვერ უზრუნველყოფს სხდომის ჩატარების დროისა და თარიღის წინასწარ გამოქვეყნებას, განსაკუთრებით, აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების დროს. გარდა ამისა, სასამართლო იყენებს მხოლოდ ორი სახის აღკვეთის ღონისძიებას, ესაა გირაო და პატიმრობა და არც ერთ შემთხვევაში მსუბუქ ღონისძიებას, რომელიც საიას აზრით, ბევრად უფრო ადექვატური იქნებოდა ნაკლებად მძიმე დანაშაულების შემთხვევაში.

“185 საქმიდან არც ერთ შემთხვევაში არ გამოქვეყნებულა წინასწარ სხდომის შესახებ.117 შუამდგომლობიდან, როდესაც ბრალდების მხარემ წარადგინა, ყველა დაკმაყოფილდა მოსამართლის მიერ იმ დროს, როდესაც დაცვის მხარის მიერ წარდგენილი 27 შუამდგომლობიდან დაკმაყოფილდა მხოლოდ ის 24, რომელსაც მხარს ბრალდების მხარეც უჭერდა. დანარჩენს კი უარი ეთქვა. ზოგად ტენდენციას უჩვენებს თავად სხვაობაც შუამდგომლობების რაოდენობებს შორის: ბრალდების მხრიდან 117, დაცვის მხრიდან კი 27. ჩვენის აზრით, ეს გამოწვეულია იმით, რომ დაცვის მხარეს, მოსამართლეთა ქცევიდან გამომდინარე, არ გააჩნია შუამდგომობის დაყენების მოტივაცია. ჩვენ ვთვლით, რომ ამგვარი სტატისტიკა მეტყველებს სასამართლოს მიკერძოებულობზე ბრალდების მხარისადმი. გარდა ამისა, იყო შემთხვევები, როდესაც მოსამართლემ არ გაითვალისწინა განსასჯელის შეზღუდული შესაძლებლობები და საპროცედურო ენის უცოდინრობა, რასაც კანონი სავალდებულოდ მიიჩნევს,“– ამბობს თინათინ ავალიანი.

საქართველოს სასამართლო სისტემის სტატისტიკური მონაცემებიდან გამომდინარე გამოწვეული გაოცება ვერ დაფარა ჰერალდ ტრიბუნის ერთ–ერთმა ავტორმაც, ჰეილი სვითლენდ ევანსმაც საკუთარ სტატიაში სახელწოდებით „იუსტიციის სახლი, მარგალიტი საქართველოს გვირგვინში“, რომელიც ხუთი დღის წინ გამოქვეყნდა. იგი გამოხატავს აღფრთოვანებას, რაც განიცადა რუსთავში, იუსტიციის სახლში სტუმრობისას და კითხვას სვამს, რამდენად შესაბამისობაშია ეს პროგრესი სტატისტიკასთან. „რატომაა, რომ მთავრობა, რომელმაც სხვადასხვა სახის რეფორმებში, საბჭოთა კავშირის ქვეყნების უმეტესობისთვის გაუგონარ წარმატებებს მიაღწია და ასე უსუსურად დამარცხდა სასამართლო სისტემის რეფორმირების პროცესში? როგორ ხდება, რომ საქართველოს, რომელმაც მოახერხა ათწლეულობით დაცული საარქივო მასალის ცენტრალური ბაზის შექმნა, მთლიანად შეცვალა საჯარო მომსახურება და იუსტიციის სახლების ისეთი ფლოტი ააშენა, სადაც თანამშრომლების უნიფორტმა და ავეჯი ერთ ფერშია გადაწყვეტილი, ამავე დროს ისეთი სასამართლო სისტემა აქვს, რომელსაც ბრალდებულთა 98 პროცენტისთვის გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს? საქართველოს იუსტიციის სახლები მარგალიტია მის გვირგვინში, მაგრამ მარტო კაშკაშა მინის შენობებით, კრიალა მომწვანო–მოყვითალო მოსაცდელებით და სენსორული კომპიუტერებით დემოკრატიას ვერ დაამყარებ“, –ნათქვამია სტატიაში, რომლის ავტორი მუშაობისას ევროკომისიის რეკომენდაციებს http://ec.europa.eu/world/enp/docs/2012_enp_pack/progress_report_georgia_en.pdf ეყრდნობოდა საქართველოსთან მიმართებით.
XS
SM
MD
LG