ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაციაში მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით დიდი მღელვარებაა და ხელისუფლებას მაქსიმალური ძალისხმევის მოხმობა უწევს, რათა სიტუაცია აკონტროლოს, იქ მაინც გადაწყვიტეს, რომ ცხინვალში არსებული ვითარების ყურადღების მიღმა დატოვება არ შეიძლება. კრემლი თუ აქამდე ცდილობდა დე–ფაქტო ადმინისტრაციაში საზოგადოებრივი აზრის მოძრაობა ეხილა, გაეთვალისწინებინა და გამოეყენებინა, ახლა ცალსახად ცდილობს დიდი მეზობელი და ერთადერთი მოკავშირე მხოლოდ ისე მოიქცეს, როგორც საჭიროდ ჩათვლის, იქნება ეს მოსაწონი საზოგადოებისთვის თუ არა. ასე რომ საკმაოდ ხისტი და არაპოპულარული ნაბიჯები გადაიდგა. ყოველგვარი კონსპირაციის გარეშე. მაგალითად არავის გასჭირვებია და არც დაუსაბუთებია, რატომ და რისთვის გააჩერეს „აეროფლოტის“ კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც რუსეთიდან უკრაინაში მიფრინავდა და პირდაპირ ბორტიდან ჩამოსვეს ოსური ოპოზიციის ლიდერი, რუსეთის ფედერაციის თავისუფალი ჭიდაობის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯამბოლათ თედეევი, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ, რუსეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საერთოდ მიდიოდა პოლიტიკიდან. მოსკოვიდან სიმფეროპოლისკენ მფრინავი თვითმფრინავის დაშვების ბრძანება აფრენიდან 40 წუთის შემდეგ მივიდა და მკურნალობის მიზნით დაგეგმილი მგზავრობაც დასრულდა.

„თვითმფრინავში პანიკა ატყდა, ქალები და ბავშვები ტიროდნენ, რადგან არავის აუხსნია, თუ რატომ ხდებოდა ეს. აფრენილი თვითმფინავი დასვეს, ამოვიდა დაახლოებით რვა ადამიანი, რომლემაც მე წამიყვანეს. წარმოგიდგენიათ, რამდენი ადამიანია თვითმფინავში და იქ რა მოხდებოდა? ადამიანს ბორტიდან ხსიან და არც კი უხსნიან რა მოხდა,“– ამბობს ჯამბოლათ თედეევი, რომელმაც ადვოკატის, ალექსანდრ ვერშინინის მეშვეობით უკვე საჩივარი შეიტანა რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტში და მიმართა უშიშროების ფედერალურ სამსახურსაც, ფაქტის გამოძიების მიზნით.

„ადამიანმა, რუსეთის მოქალაქემ გაიარა საბაჟო კონტროლი და მასთან მესაზღვრეებს არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ, შემდეგ კი მოულოდნელად და ყოველგვარი ახსნის გარეშე, იგი თვითმფირნავიდან ჩამოჰყავთ. ჩვენ ვასაჩივრებთ ამ საქმეს,“– ამბობს თედეევის ადვოკატი.

ადგილზე კი, ცხინვალში, ჯიოევას განეიტრალებას ცდილობენ. მისთვის საავადმყოფო ერთგვარ სატუსაღოდ იქცა, შეიარაღებული დაცვითა და გაუსვლელობის პირობით. youtube –ზე გავრცელდა ვიდეო ბმულები იმ ადამიანების მონათხრობით, რომლებიც ჯიოევას სახლში იმყოფებოდნენ მასთან პროკურატურის თანამშრომლების სტუმრობის დროს. მოწმეები ამბობენ:

„სახლში მეორე სართულზე შემოცვივდნენ ომონისა და სხვა ძალოვანები უმეტესობა ნიღებით და შეიარაღებულნი. მეორე სართულზე, კართან ერთი ადამიანი დახვდათ, რომლისთვისაც ეს მოულოდნელი იყო. მას დაარტყეს. ახლა ის ადამიანიც საავადმყოფოშია, სადაც ალა იმყოფება და ხულიგანობაში ედება ბრალი. მეორე კართან ქალი დახვდათ. მე მივხვდი, რომ ამ ყველაფერს გატაცების სუნი ასდიოდა. ერთ–ერთმა ომონელმა ფანჯარა ჩატეხა, მე ცხვირში მომხვდა ნამსხვრევი. იქ იყო ჯიოევას მეუღლეც და ძმაც, ამ აყალ–მაყალში ალა მგონი ცუდად გახდა. ამტვრევდნენ სკამებს. ისინი არაფერს ამბობდნენ და სურდათ მისი წაყვანა. ქალები წინაააღმდეგობას უწევდნენ. ახლა არ მახსოვს მას დაარტყეს თუ რა მოხდა, მაგრამ წაიქცა. მე ვეუბნებოდი, მოიცადეთ რამე რომ დაემართოს ეს იქნება მთელი ჩვენი ქვეყნისთვის სირცხვილი–თქო. შემდეგ ვიღაცამ დაურეკა სასწრაფოს, რომელიც მალე მოვიდა. მათ ყველა გამოიყვანეს ოთახიდან, ალა ცოტა გონს მოვიდა და ხელხლა დაიწყო აყალ–მაყალი. დაახლოებით 40 ადამიანი იქნებოდა მოსული. მისი ქმარი და ძმაც წაიყვანეს და ჩემი წაყვანაც უნდოდათ, რამდენჯერმე მომხვდა კიდეც. შემდეგ ჯერ პროკურატურაში წამიყვანეს და მოგიანებით ქალაქის განყოფილებაში,“– ამბობს იური კოკოევი.

ომონმა ცხინვალში ჯიოევას შტაბზე გაკრული პლაკატი მისივე პორტრეტით სპეციალურად მობილიზებული ტექნიკის დახმარებით ჩამოსხსნა. ამ დროს შტაბის ირგვლივ დაახლოებით ასი ადამიანი იყო შეკრებილი, რომლებიც, ჯიოევას ფოტოს გამოსახულებიანი პლაკატის ჩამოხსნისას მის სახელს სკანდირებდნენ.

XS
SM
MD
LG