ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პროტესტი სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით


800 000 ხელმომწერი მიხეილ სააკაშვილის გადადგომას მოითხოვს

საქართველოს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით დღეს 13 საათზე ავლაბრის რეზიდენციასთან აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორებმა მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით 800 000 ხელმოწერა შეაგროვეს. აქციის ორგანიზატორი ”ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისთვის” ლიდერი მიხეილ ანდღულაძე აცხადებს, რომ აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ პრეზიდენტი არ გადადგება:

” ხალხი დააფიქსირებს უდიდეს ერთსულოვნებას სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით. ეს აქცია იქნება სასიგნალო, უკიდურესად გამაფრთხილებელი როგორც საქართველოსთვის, ასევე მსოფლიოსთვის. თუ ხალხის შეძახილი გაუგონარი დარჩება და სააკაშვილი არ დაემორჩილება ხალხის ნებას, 20 იანვარს მთელი საქართველო ჩამოვა თბილისში და ერთხელ და სამუდამოდ წერტილს დაუსვავს სააკაშვილის უმსგავსო ბოგინს”.

აქციები მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით თბილისის გარდა ჩატარდა ბათუმში, გორში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ფოთში, ქუთაისში, თელავში, ადმინისტრაციული შენობების წინ. პოლიტიკური გაერთიანება ”თეთრების” ლიდერის თემურ შაშიაშვილის თქმით აქციის მონაწილეები საქართველოს კონსტიტუციის დაცვას მოითხოვენ:

” 5 იანვარს მთავრდება 5 წელი საქართველოში პრეზიდენტის არჩევნებიდან, 20 იანვარს სრულდება 5 წელი ინაუგურაციიდან. საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა 5 წლის ვადით. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენი დასავლელი მეგობრები ქართველ ხალხთან მეგობრობაზე კი არ ფიქრობენ, არამედ ფიქრობენ პიროვნების გადარჩენაზე, რეჟიმის გადარჩენაზე. თუ ამერიკაში ერთი საათით მეტი არ შეიძლება იყოს პრეზიდენტი, ვიდრე ვადით არის განსაზღვრული, თუ ევროპაში ეს არ შეიძლება, ჩვენთან ეს რატომ შეიძლება?! ის სურათები, რომელიც გამოქვეყნდა პრესაში პრეზიდენტთან დაკავშირებით, ან ქალაქის მერთან დაკავშირებით, იმ თავაშვებულ ცხოვრებას რომელსაც ესენი ეწევიან, ამერიკაში, დასავლეთში ნებისმიერი ასეთი ქცევისთვის იმპიჩმენტს გამოუცხადებდნენ. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენი დასავლელი მეგობრები თვლიან, რომ საქართველოში ეს შეიძლება. ანუ, რაც ამერიკაში არ შეიძლება აპატიონ, საქართვლოში თურმე ამის პატიება შეიძლება. ჩვენ ვაკეთებთ ძალიან სერიოზულ განაცხადს, ვეუბნებით მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია, კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტი აირჩევა 5 წლის ვადით და ჩვენ ვიწყებთ კონსტიტუციის დაცვას. ჩვენ არავის წინააღმდეგ არ გამოვდივართ, უბრალოდ ჩვენ ვიცავთ ჩვენ ღირსებას, ღირსება აქვს იმ ხალხს, რომელიც იცავს თავის კონსტიტუციას. ვიმეორებ, მინდა გაიგოს ყველამ, მთელმა მსოფლიომ, თქვენ ძალიან დიდი აუდიტორია გყავთ და მინდა ხმამაღლა ვთქვა: საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა 5 წლის ვადით, 5 წელი სრულდება იანვრის 20 რიცხვში ინაუგურაციიდან”.

2012 წლის 19 დეკემბერს დაფუძნებული ”პატრიოტთა ალიანსი” საკონსტიტუციო ნორმას, რომლის თანახმად არჩევნები საარჩევნო წლის მხოლოდ ოქტომბრის თვეში იმართება საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებენ. პარტიის ლიდერის დავით თარხან-მოურავის თქმით სარჩელში მოთხოვნილია ანტიკონსტიტუციურად იმ მუხლის ცნობა, რომლითაც პრეზიდენტმა უფლებამოსილება გაიხანგრძივა. აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილება ძალაში 2006 წლის 29 დეკემბერს შევიდა. მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტად მეორე ვადით 2008 წლის 5 იანვარს რიგგარეშე არჩევნებზე აირჩიეს.

პრეზიდენტის 20 იანვრამდე გადაგომის მოთხოვნას ხელს აწერს 51 ორგანიზაცია, მათ შორის ”გაერთიანებული საქართველოს დემოკრატიული პარტია”, პარტიის ლიდერის როინ ლიპარტელიანის განცხადებით 20 იანვრამდე მიხეილ სააკაშვილმა თანამდებობა უნდა დატოვოს :
” მთელი მსოფლიო ხელმძღვანელობს დემოკრატიული პრინციპებით, ყველა ადამიანი უნდა დაემორჩილოს თავისი ქვეყნის კანონმდებლობას. საქართველოს კანონმდებლობით პრეზიდენტი თავის უფლებამოსილებას ამოწურავს 2013 წლის 5 იანვარს, ამის შემდეგ საქართველოს უნდა ყავდეს ახალი პრეზიდენტი, ანუ დაინიშნოს ახალი არჩევნები. მაგრამ ჩვენდა საუბედუროდ ჩვენი კონსტიტუციით საქართველოს პრეზიდენტს უკანონოდ უხდება გაგრძელება ოქტომბრამდე საპრეზიდენტო ვადის, ეს არ შეიძლება. პრეზიდენტი 5 იანვარს უნდა გადადგეს, შემდეგ უნდა მოხდეს ახალი საპრეზიდენტო არჩევბნების დანიშვნა. უნდა მოხდეს პრეზიდენტის გადაგომა, ყველაფერი დანარჩენი არის უკანონობა, ხოლო უკანონობა წარმოშობს უკანონობას. ამიტომ, საქართველო დღეს რომ არ შევიდეს ჩიხში, რომ არ მოხდეს სამოქალაქო ომი, რომ არ განმეორდეს ის უბედურებები, რაც საქართველომ გადაიარა, ამიტომ პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გადადგეს 5 იანვარს. მოვითხოვთ მოხდეს საქართველოს კონსტიტუციის პრინციპების დაცვა, შესრულდეს კანონი”.
ავლაბრის რეზიდენციასთან მიმდინარე აქციას ”თავისუფალი საქართველოს” და ’ქართული დასის” ლიდერები კახა კუკავა და ჯონდი ბაღათურია შეურთდნენ.

“ჩვენ უკვე გვყავს 100 დეპუტატი, ვინც საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმას მისცემს”. - აცხადებს პარლამენტის წევრი კობა დავითაშვილი.

კომენტარების ნახვა (2)

XS
SM
MD
LG