ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს მომავალი უცხოეთის აგენტებს არ ეკუთვნის - ღარიბაშვილი


სამშაბათს, ბერლინში საუბრისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკამათო „უცხოეთის აგენტის“ კანონპროექტისადმი თავის მხარდაჭერა გაახმოვანა და თქვა, რომ შემოთავაზებული დებულებები „ევროპულ და გლობალურ სტანდარტებთან“ თანხვედრაშია.

„ჩვენი ქვეყნის მომავალი უცხოეთის აგენტებს და უცხო ქვეყნების მსახურებს არ ეკუთვნის და აღარ ეკუთვნის,“ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღეს, 7 მარტის პლენარულ სხდომაზე, პარლამენტმა 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი. პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია გრძელდებ., რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.

მმართველმა პარტიამ თავდაპირველად განაცხადა, რომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტებს პლენარულ სხდომაზე ხუთშაბათს, 9 მარტს გაიტანდნენ. მიუხედავად ამისა, დღეს, 7 მარტს, დღის ბოლოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ სხდომაზე წამოაყენა წინადადება, რომ განხილვა დღესვე დაეწყოთ.

ორშაბათს, კომიტეტში განხილვა ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა, როდესაც იურიდიული საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ, როგორც ჩანდა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერს დაარტყა, რომელიც კანონპროექტის წინააღმდეგია.

საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც აირჩიეს როგორც „ქართული ოცნების“ კანდიდატი, განაცხადა, რომ კანონს ვეტოს დაადებს. პარლამენტს ვეტოს დაძლევა შეუძლია.

XS
SM
MD
LG