ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხიდაშელი: საქართველო ისევ მოსაცდელ ოთახში დარჩა


თინა ხიდაშელი და იენს სტოლტენბერგი, 2016 წლის თებერვალი, ნატოს შტაბ-ბინა, ბრიუსელი
თინა ხიდაშელი და იენს სტოლტენბერგი, 2016 წლის თებერვალი, ნატოს შტაბ-ბინა, ბრიუსელი

სად არის ვილნიუსის სამიტის შემდეგ, ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველო? რას ნიშნავს სამიტის საბოლოო კომუნიკეში ჩანაწერი უკრაინისთვის, რომ კიევს შეუძლია ალიანსის წევრი, გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (მაპ) გარეშე გახდეს და რატომ არ იქნა იგივე გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული? სინამდვილეში ვისი ბრალია, რომ ნატო და საქართველო ერთმანეთს დაშორდნენ? ამ თემაზე, „ამერიკის ხმა“ საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს თინა ხიდაშელს ესაუბრა.

იყო თუ არა ვილნიუსის სამიტი ისტორიული ალიანსისთვის? პირველ რიგში, იმ ფაქტის გამო, რომ შვედეთისა და ფინეთის საზღვრები უკვე ნატოს საზღვრებია. ასევე საბოლოო კომუნიკეში ჩანაწერის გამო, რომ უკრაინას გაწევრიანის სამოქმედო გეგმის (მაპ) გარეშე შეუძლია შეუერთდეს ალიანსს...

მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად. განსხვავებით, გასული წლის მადრიდის სამიტისგან, როცა ის სამიტი ცხადდებოდა ისტორიულად, ახლა, ნამდვილად იყო ისტორიული სამიტი. ჩვენ ვნახეთ, (შვედეთის გაწევრიანებაზე) საბოლოო თანხმობა თურქეთისგან, იყო მომენტები, ამ ერთი წლის განმავლობაში, რომ ეს რთულად მისაღწევი ჩანდა.

დღეს, ჩვენ ვნახეთ რომ საქართველო წარმოდგენილი იყო ნეიტრალური სტატუსის მქონე მოლდოვასთან და ბოსნია-ჰერცოგოვინასთან ერთად, რაც, რა თქმა უნდა, იმას ნიშნავს, რომ ნატოსთან ურთიერთობაში, გაცილებით დაბალ კლასში გადავინაცვლეთ

ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანი იყო გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინასთან მიმართებით იყო მიღებული, რომ მაპ-ი აღარ არის მოთხოვნილი, როგორც ნაბიჯი, უკრაინის ნატოში გაწევრიანებისთვის. ეს დაჩქარებული პროცესი, თავისთავად, შესაძლებლობას ქმნის, რომ პირდაპირი მოხდეს უკრაინის გაწევრიანება, რაიმე პაუზის გარეშე, რაც რუსეთს საკუთარი აგრესიული მოქმედებების კიდევ უფრო გააქტიურების საშუალებას მისცემდა.

სამწუხაროდ, ეს სამიტი ვერ აღმოჩნდა ისტორიული ჩვენთვის, საქართველოსთვის. რაც სრულიად შესაძლებელი იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლების შესაბამისი ადექვატური მოქმედების პირობებში.

ვილნიუსის სამიტის შემდეგ კეთდება შეფასება, რომ ნატოში ინტეგრაციის გზაზე, ერთ დროს მოწინავე, საქართველო-უკრაინის ტანდემი საბოლოოდ დაიშალა და ჩვენ ასე ვთქვათ, დავამუხრუჭეთ... იზიარებთ ამ შეფასებას?

ცალსახად. ის, რომ ჩვენ ყველაზე მაღალი შანსები გვქონდა, ნატოსთან მიმართებაში, რაიმე ტიპის გაფართოების პროცესის პირობებში პირველები ვყოფილიყავით, ამას ადასტურებს, 2008 წლიდან მოყოლებული, ნატოსთან ურთიერთობის მთელი ეს წლები. მე შემიძლია გითხრათ და დაგიდასტუროთ ეს, რადგან პირადად ვიყავი ამ პროცესის მონაწილე.

მრავალწეროვნული სწავლება Noble Partner 2016 ვაზიანში
მრავალწეროვნული სწავლება Noble Partner 2016 ვაზიანში

ჩვენ ვისხედით იმ მაგიდასთან, სადაც იჯდა შვედეთი, ავსტრალია და ახალი ზელანდია. საქართველოსთან ერთად ეს იყო ჯგუფი, რომელიც ვარშავის სამიტის ჩათვლით, მოიაზრებოდა არა მხოლოდ ნატოს პატრნიორებად, არამედ როგორც ასპირანტი ქვეყნები. დღეს, ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველო წარმოდგენილი იყო ნეიტრალური სტატუსის მქონე მოლდოვასთან და ბოსნია-ჰერცოგოვინასთან ერთად, რაც, რა თქმა უნდა, იმას ნიშნავს, რომ ნატოსთან ურთიერთობაში, გაცილებით დაბალ კლასში გადავინაცვლეთ.

ყველაზე კარგად, ის პრობლემა, რომლის წინაშეც ვდგავართ, აღწერა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე დღის წინ, როდესაც მან თქვა, რომ ეს ყველაფერი ხდება იმიტომ რომ საქართველო ნატოს ვეღარ ხედავს და ნატოსი არ სჯერა

ყველაზე კარგად, ის პრობლემა, რომლის წინაშეც ვდგავართ, აღწერა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე დღის წინ, როდესაც მან თქვა, რომ ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ საქართველო ნატოს ვეღარ ხედავს და ნატოსი არ სჯერა.

პრობლემა ჩვენშია, ჩვენ გადაწყვეტილებებშია, ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულებაში და არა იმაში რომ ასეთი გარღვევა, უკრაინის მიმართებით რო დგებოდა, საქართველოზე არავინ ფიქრობდა. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება იქნებოდა ორივე ქვეყნის მიმართებით, ამის სურვილი რო ჰქონოდა საქართველოს ხელისუფლებას. მაგრამ, ჩვენ მოვისმინეთ, პრემიერის განცხადება სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე პარლამენტში, როცა გვითხრა, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, მთავარია ვიყოთ მშვიდად და ყველაფერი კარგად იქნება. აი ეს ისეთი ტიპის ტექსტია, რომელიც პრინციპში ადასტურებს ესტონეთის პრემიერის განცხადებას, რომ ჩვენ ნატოს ვეღარ ვხედავთ.

ამის მიუხედავად, თბილისში, შიდა აუდიტორიისთვის ისმის შეფასებები, რომ თითქოს, ნატოს საბოლოო კომუნიკეში უკრაინასა და საქართველოზე ჩანაწერები ხარისხობრივად ერთმანეთისგან არ განსხვავდება...

არ მესმის, რას ნიშნავს ხარისხობრივად? გასაგებია რომ საქართველოსთვის არ უთქვამთ, აღარ დაგელაპარაკებითო და არ გაგვებუტა არავინ. (ჩანაწერი) ხარისხობრივად განსხვავებულია იმიტომ, რომ უკრაინას დღეს უკვე ნატოში გაწევრიანების პროცესი, საფეხურის გარეშე აქვს. საქართველო მოსაცდელ ოთახში დარჩა. ალიანსის ყველა ლიდერი ერთმნიშვნელოვნად ამბობს, რომ ომში გამარჯვებისთანავე მოხდება უკრაინის გაწევრიანება ნატოში. კი, უკრაინა უკმაყოფილოა გაწევრიანების ვადების ბუნდოვანებასთან, თუმცა, მთავარი აქ სხვა რამ არის.

(ჩანაწერი) ხარისხობრივად განსხვავებულია იმიტომ, რომ უკრაინას დღეს უკვე ნატოში გაწევრიანების პროცესი, საფეხურის გარეშე აქვს. საქართველო მოსაცდელ ოთახში დარჩა

2008 წელს, რაც მოხდა, მსგავსი შეცდომის განმეორება შეუძლებელია. 2008 წელს, აი იმ ჩანაწერით (რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები, მაპის მინიჭების შემმეგ) შეშინებულმა რუსებმა გადაწყვიტა, რომ პროცესი შეეჩერებინა. და ვინაიდან შუაში იყო ძალიან დიდი მოლოდინის დრო, რუსეთს ჰქონდა დრო ჩვენს წინააღმდეგ ემოქმედა.

დღეს ყველა აღიარებს, რომ 2008 წელი იყო შეცდომა ნატოს მხრიდან. ამას ამბობს მაშინდელი გენერალური მდივანი და დიდი სახელწიფოების მეთაურებიც. სწორედ ეს შეცდომა რომ აღარ იყოს დაშვებული, დროის ეს ინტერვალი რომ აღარ არსებობდეს, ამიტომ მიიღეს უკრაინასთან დაკავშირებით ეს გადაწყვეტილება. რა დღესაც გადაწყვეტს ნატო, რომ უკრაინა უნდა გახდეს ალიანსის წევრი, იმ დღესვე გახდება უკრაინა ნატოს წევრი და შესაბამისად, მასზე გავრცელდება მეხუთე მუხლი.

ანუ, თქვენ მიგაჩნიათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანების ვადები ისევ ბუნდოვანია, მაპის გარეშე გაწევრიანების ჩანაწერი უკრაინას გაწევრიანების გზაზე, საქართველოზე გაცილებით წინ აყენებს?

დიახ! მთავარი, თვისობრივი განსხვავება ის არის, რომ უკრაინის შემთხვევაში, მათ აღარ სჭირდებათ მოლოდინის ოთახში ყოფნა და არც რაიმე ნაბიჯების გავლა რო ნატოში გაწევრიანდნენ. პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისთანავე, უკრაინის ნატოში გაწევრიანება რეალიზებული იქნება. საქართველოს ვითარება თვისობრივად სხვაგვარია, იმიტომ რომ ჩვენ კიდევ მაპი გვიწერია, როგორც ვალდებულება, რაც ორსაფეხურიან პროცესს ნიშნავს, მოლოდინის ოთახში ყოფნას და მომატებულ საფრთხეს.

უკრაინისთვის ასეთი ტიპის გადაწყვეტილების მიღება, ჩვენთვის მაინც არის უკიდურესად სასარგებლო. ეს არის წინაპირობა იმისა, რომ როგორც კი საქართველოში პოლიტიკური ვითარება შეიცვლება, ეს ჩანაწერი საქართველოსთან მიმართებაშიც შეიცვლება

ჩვენი ქვეყნის მთავრობები სხვადასხვა დროს, თავდაცვის თუ საგარეო მინისტრები მუდმივად სწორედ ამას ვთხოვდით ნატოს რომ აი ეს, მოლოდინის ფაზა ამოეღო ჩვენი ვალდებულებებიდან.

მაგრამ, უკრაინისთვის ასეთი ტიპის გადაწყვეტილების მიღება, ჩვენთვის არის უკიდურესად სასარგებლო. მაინც მისასალმებელია, არა მხოლოდ იმიტომ, რომ უკრაინის წარმატება გვიხარია, არამედ იმიტომაც რომ ეს არის წინაპირობა იმისა, რომ როგორც კი საქართველოში პოლიტიკური ვითარება შეიცვლება, ეს ჩანაწერი საქართველოსთან მიმართებაშიც შეიცვლება. პრეცედენტი დაშვებულია და ეს პრეცედენტი იმდენად პირდაპირია რომ პოლიტიკური განწყობების ცვილებისთანავე და ხელისუფლების ნატოსკენ კვლავ შემობრუნებისთანავე, საქართველოზეც გავრცელდება. ამ გადაწყვეტილებას ძალიან ადვილად მიიღებენ ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურები.

ექსპერტები საუბრობენ იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ სარგებლობს ქართულ საზოგადოებაში ნატოს თემით გადაღლით, რაც ნამდვილად სახეზეა და ნიჰილისტური მესიჯებით ბომბავს ამომრჩეველს... თითქოს, „ყველა რეფორმა სანიმუშოდ გავატარეთ“ და აი, „შეხედეთ, მაინც არ გვიღებენ“, „მაპ-საც არ გვაძლევენ“, „სისხლი გავიღეთ და არ გვიფასებენ“, „მომალშიც არ მიგვიღებენ“, ანუ ღიად ცდილობს რომ მთელი პასუხისმგებლობა ნატო-საქართველოს დაშორებაზე, დასავლეთზე გადაიტანოს... ხედავთ ამ აქცენტებს პარლამენტის სპიკერის ღია წერილში და „ოცნების“ თავმჯდომარის კობახიძის მესიჯებში?

ყველაზე მთავარი ამ მესიჯებში, იგივე კობახიძის ბოლო გამოსვლებში რაც არის, მას წარმოდგენა არ აქვს რაზე ლაპარაკობს და ეს არ არის პირველი შემთხვევა. ის კი არ არის, რომ ვინმეს ნატოში შეეშალა და ვინმეს ბრალია, რომ მაპს ვერ ვიღებთ, საქართველოს რეალურად, ძალიან ბევრი წელია, გაწევრიანების გზაზე მაპი არ სჭირდება. 2016 წლის ვარშავის სამიტის საბოლოო კომუნიკეში პირდაპირ და ერთმნიშვნელოვნად ჩაიწერა, რომ საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი ნატოში გასაწევრიანებლად, რაიმე დამატებით ინსტრუმენტები მას აღარ სჭირდება.

საქართველო-ნატოს კომისისს სხდომა თბილისში, 2016
საქართველო-ნატოს კომისისს სხდომა თბილისში, 2016

ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილი, რომ ჩვენზე ჯერ კიდევ ვრცელდება, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის მოთხოვნა, რომ მხოლოდ მაპის მიღების შემდეგ გახდება საქართველოს ნატოს წევრი. ამიტომ ვინმეს ბრალი კი არ არის რომ მაპ არ გვაქვს, მაპ ჩვენ არაფერში გვჭირდება, თბილისში არ არსებობს პოლიტიკური ნება, თბილისმა არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ უკრაინასთან ერთად ებრძოლა, ამ ჩანაწერის საქართველოსთან მიმართებით შეცვლაზეც.

თბილისმა არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ უკრაინასთან ერთად ებრძოლა, ამ ჩანაწერის საქართველოსთან მიმართებით შეცვლაზეც. მათ რომ აქტიურად ემუშავათ, ეს ჩანაწერი აღარ იარსებებდა საქართველოსთვისაც

მათ რომ აქტიურად ემუშავათ, ეს ჩანაწერი დღეს აღარ იარსებებდა საქართველოსთვის და ჩვენც გვექნებოდა ერთსაფეხურიანი წევრობა - პირდაპირ მოწვევა ნატოში გაწევრიანებაზე. ეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ბრალი, რომ ასე არ მოხდა და ის, რომ მაპი არ გვაქვს ეს არავის ბრალი არ არის, ეს იმის ბრალია რომ მაპ საქართველოს არ სჭირდება და პოლიტიკური გადაწყვეტილება არის შესაცვლელი.

თქვენ 2015-16 წლებში, „ოცნების“ კოალიციურ მთავრობაში თავდაცვის მინისტრის თანამდებობა გეკავათ, რომელი წლიდან დაინახეთ, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის, „ოცნების“ სხვა ლიდერებისთვის ნატოში ინტეგრაციის ხაზი აქტუალური აღარ არის?

ასე პირდაპირი პასუხი ამ კითხვაზე მე არ მაქვს. ზუსტად არ ვიცი, მანამდე იყო შეცვლილი თუ მერე შეიცვალა ის ძირითადი ხაზი, რომელიც ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს.

ხიდაშელი: "ეს არის სწორედ რუსული ნარატივით ცხოვრება"
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:35 0:00

რაც ჩანს, როგორც კი ხელისუფლება დატოვეს, საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის მებრძოლმა პოლიტიკოსებმა, იქნებოდა ეს, „ოცნების“ კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიები, თუ იგივე გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც პარტია „ქართულ ოცნების“ პრემიერი იყო, როგორც კი კვირიკაშვილი წავიდა პოლიტიკიდან ევროატლანტიკური ინტეგრაციის პოლიტიკა შეიცვალა.

საქართველოს ხელისუფლებამ 2018 წლიდან უკვე დაიწყო აქტიურად, ყველა საგარეო-პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, თუ რას იფიქრებდა, როგორ მოიქცეოდა, რას იტყოდა ამ გადაწყვეტილებაზე მოსკოვი. ეს არის სწორედ რუსული ნარატივით ცხოვრება

ეს გამოიწვია იმან, რომ კვირიკაშვილის წასვლის მერე, ოცნებაში ვიღაცეებს სხვა აზრი გაუჩნდათ, თუ მანამდეც არ იყვნენ მოწადინებულები, უბრალოდ სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ და იძულებით უჭერდნენ ამ პოლიტიკას მხარს, ეს პრინციპში შედეგს არ ცვლის.

ფაქტი ფაქტად რჩება, რომ მოსკოვისთვის ანგარიშგაწევის პოლიტიკა სრულიად ერთმნიშვნელოვანი გახდა, სწორედ კვირიკაშვილის მთავრობიდან წასვლის შემდეგ. ჩვენ დავდექით იმ რეალობის წინაშე, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ 2018 წლიდან უკვე დაიწყო აქტიურად, ყველა საგარეო-პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, თუ რას იფიქრებდა, როგორ მოიქცეოდა, რას იტყოდა ამ გადაწყვეტილებაზე მოსკოვი.

ეს არის სწორედ რუსული ნარატივით ცხოვრება და ამას არ სჭირდება, მაინც და მაინც 24 საათი ტელეფონზე ყოფნა და ვიღაცეებისგან ინსტრუქციების მიღება. შიშით ნაკარნახევი პოლიტიკის განხორციელება დაიწყო საგარეო ურთიერთობებში საქართველოს ხელისუფლებამ და ამან მიგვიყვანა აქამდე. ამაზე მეტყველებს, ის ფაქტიც, რომ ვილნიუსის სამიტზე პრემიერი საერთოდ არ იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG