ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ომი გრძელდება: ქართველ „კუდიანებზე“ ნადირობა რუსულად


სოხუმში გაზრდილ ოქსანა სევასტიდი ერთი sms-ის გამო 7 წლიან სასჯელს იხდის

2008 წლის აპრილში, საქართველოში გაგზავნილი ერთი sms-ს შეტობინების გამო, 46 წლის ოქსანა სევასტიდი, რუსეთში 7 წლიან სასჯელს იხდის. მას ჯაშუშობასა და სამშობლოს ღალატში დასდეს ბრალი. ოქსანა არ არის ერთადერთი ვინც ამ ბრალდებით, რუსეთის ციხეშია გამოკეტილი.

სოჭში მცხოვრებმა ოქსანამ, რვა წლის წინ, აგვისტოს ომამდე, 4 თვით ადრე, მისი ქართველი ნაცნობისგან, თემურ ბუსკაძისგან sms-ი მიიღო. „ოქსანა, თქვენთან პლატფორმაზე, მართლა ტანკები დგანან?“ - ინტერესდებოდა ბუსკაძე. „ადრე იდგნენ, ახლა არ ვიცი“ - ასე უპასუხა სევასტიდიმ.

ოქსანა სევასტიდი
ოქსანა სევასტიდი

ამამბიდან, 7 წლის შემდეგ, 2015 წლის იანვარში, ოქსანა სევასტიდი ФСБ-ში დაკითხვაზე დაიბარეს და „ქართულ სპეც-სამსახურებთან“ კავშირის გამო დააპატიმრეს. ბერძენული წარმოშობის ოქსანა სევასტიდის მდგომარეობა იმან დაამძიმა, რომ იგი სოხუმში გაიზარდა, რუსულ-ქართულ სკოლაში სწავლობდა და ამჟამად, ქართველი მეუღლე ჰყავს.

2016 წლის მარტში, სოჭის სასამართლომ სევასტიდის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ის ივანოვის ოლქის კოლონიაში იხდის სასჯელს. ოქსანას დედა სვეტლანა პანჩენკო ამბობს:

ოქსანა იყო სახლში, სოჭში და sms-ზე უპასუხა, მგონი ტანკები იდგნენ, დავინახე, მეტი არაფერი მიუწერია. არც კონტაქტი ჰქონიათ ამის მერე. 2015 წელს დაიჭირეს, სახლში ვერაფერი ნახეს, ამოიღეს ნოუთბუქი, მობილურები და წაიყვანეს ФСБ-ში“

„ოქსანამ 2006 წელს სავაჭროდ გადაკვეთა აფხაზეთისა და საქართველოს „საზღვარი“, ენგურზე, იქ ნახა თავისი ძველი ნაცნობი. ილაპარაკეს და დაშორდნენ. 2 წლის შემდეგ მან გამოუგზავნა sms-ი, ოქსანა დგანან თუ არა თქვენთან პლატფორმაზე ტანკებიო?

ოქსანა იყო სახლში, სოჭში და უპასუხა, მგონი იდგნენ, დავინახე და მეტი არაფერი მიუწერია. არც კონტაქტი ჰქონიათ ამის მერე. 2015 წელს დაიჭირეს, სახლში ვერაფერი ნახეს, ამოიღეს ნოუთბუქი, მობილურები და წაიყვანეს ФСБ-ში“

რუსული უფლებადამცველი ორგანიზაცია „კომანდა 29“-ს მონაცემებით, 2013-2016 წლებში, ანალოგიური ბრალდებით, "საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისა და სამშობლოს ღალატის გამო", მხოლოდ კრასნოდარის მხარეში, რუსეთის ოცზე მეტი მოქალაქე გაასამართლეს, მათი უმრავლესობა ეთნიკური ქართველია.

იურისტების ცნობით, სისხლის სამართლის საქმეები შეთხზულია. გასამართლებულთა ვინაობის დასადგენად მათ თვეები დასჭირდათ, თუმცა ზუსტი ინფორმაციის მიღება, ამ დრომდე, ვერ მოახერხეს.

„კომანდა 29“-ის კვლევის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, 2008 წლის პერიოდში, საქართველოში გაგზავნილი sms-ების გამო, გაასამართლეს ინგა თუთისანი, იგი არაოფიციალური ინფორმაციით, ვოლოგდის კოლონიაში იხდის სასჯელს.

ასევე, მარინა ჯანჯღავა და მანანა კაპანაძე, მათ 2014 წელს, 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს;

პატიმრობა მიუსაჯეს ეთნიკურ ქართველებს ლევან ლატარიას, გ.პატარაიას, გ.ხურცილავას და ეთნიკურ სომეხ ა.კესიანს. მათი ზუსტი მონაცემების დადგენა „კომანდა 29“-მ ვერ მოახერხა.

2016 წლის იანვარში, 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს სოჭის აეროპორტის თანამშრომელს, 60 წლის პეტრე პარპულოვს. იგი საქართველოში ნათესავებთან, აგვისტოს ომის დასრულებიდან, 4 წლის შემდეგ, 2012 წელს იმყოფებოდა. ამის მიუხედავად, პარპულოვი "სახელმწიფო საიდუმლოს გაცემის ბრალდებით" გასამართლდა.

2008 წელს, გაგზავნილი sms-ის გამო, 2014 წელს, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სოჭის მკვიდრს, 47 წლის ეკატერინე ხარებავას. მან ციხეში, 2 წელი გაატარა, 2015 წელს, უფლებადაცვითმა ცენტრმა „მემორიალმა“ იგი პოლიტპატიმრად სცნო.

კარასინი-აბაშიძის ფორმატში რუსეთის ციხეებიდან 7 ქართველი გათავისუფლდა
კარასინი-აბაშიძის ფორმატში რუსეთის ციხეებიდან 7 ქართველი გათავისუფლდა

2016 წლის გაზაფხულზე, აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკების საფუძველზე ხარებავა გათავისუფლდა. ამჟამად თბილისში ცხოვრობს, თუმცა პრესასთან კონტაქტს ერიდება.

ზურაბ აბაშიძემ, საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან მოლაპარაკების საკითხებში „ამერიკის ხმას“ დღეს უთხრა, რომ ბოლო წლებში, 7 ადამიანის გათავისუფლება მოხერხდა, თუმცა პროცესი წინ რთულად მიდის

ახლაც ვცდილობთ, რომ სწრაფად გადავდგათ ნაბიჯები, ამჟამად, რაც გავათავისუფლეთ, ჩვენი მონაცემებით, 7-ზე ნაკლებია რუსეთის ციხეებში კიდე დარჩენილი. თუ საქართველოს მოქალაქის გადმოცემა სამართლებრივად არ არის რთული, რუსეთი თავის მოქალაქეს ვერ გადმოგვცემს და რა ვუყოთ ამას არ ვიცით“

“დაპატიმრებული შეიძლება ეთნიკური ქართველი იყოს, მაგრამ რუსეთის მოქალაქეა. ამ შემთხვევაში, გადმოცემის შანსი ნაკლებია. ეს ართულებს სიტუაციას. აქამდე ვინც იყვნენ ჩვენი მოქალაქეები ან ორმაგი მოქალაქეობის მქონენი, იმათთან დაკავშირებით, ჩვენ უფრო სწრაფად წავედით წინ.

ახლაც ვცდილობთ, რომ სწრაფად გადავდგათ ნაბიჯები. ამჟამად, რაც გავათავისუფლეთ, ჩვენი მონაცემებით, 7-ზე ნაკლებია რუსეთის ციხეებში კიდე დარჩენილი. თუ საქართველოს მოქალაქის გადმოცემა სამართლებრივად არ არის რთული, რუსეთი თავის მოქალაქეს ვერ გადმოგვცემს და რა ვუყოთ ამას არ ვიცით.“

„კომანდა 29“-ში აცხადებენ, რომ 2010 წლიდან, საქართველოს, უკრაინის, ევროკავშირის ქვეყნებისა და ამერიკის შეერთებული შტატების სასარგებლოდ "ჯაშუშობის ბრალდებით", ჯამში, რუსეთის 87 მოქალაქე იქნა გასამართლებული. უმრავლესობის საქმის დეტალები და პირადი მონაცემები ამ დრომდე გასაიდუმლოებულია.

ნიშანდობლივია, რომ რუსეთში ეთნიკური ქართველების საწინააღმდეგო „ჯაშუშომანიის“ ახალი ტალღა, 2012-2013 წლებზე მოდის, როცა საქართველოში ახალი ხელისუფლება მოვიდა და კრემლთან ურთიერთობის ნორმალიზაციაზე აიღო კურსი.

XS
SM
MD
LG