ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თაბაგარი: შეიძლება ერთმანეთი არ მოგვწონდეს, თუმცა უნდა შეგვეძლოს ერთ საზოგადოებაში თანაარსებობა


"რადიო თავისუფლების" ფოტო

მიუხედავად მთავრობის მხრიდან, უსაფრთხოების დაცვის გარანტიებზე უარის თქმისა, „თბილისი პრაიდი“ და „ღირსების მარში“ გაიმართება. ამის შესახებ განცხადება პრაიდის ორგანიზატორებმა გააკეთეს. მათი თქმით, ისინი შეეცდებიან სახელმწიფო აიძულონ უზრუნველყოს მათი კონსტიტუციური უფლების, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების დაცვა. გასულ კვირას განვითარებულ მოვლენებზე, კონტრ-აქციებზე, რადიკალური ჯგუფების მუქარასა თუ დარაზმვაზე და „ღირსების მარშის“ მნიშვნელობაზე „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორს, გიორგი თაბაგარს „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი ანი ჩხიკვაძე ესაუბრა.​

შეგიძლია აგვიღწეროთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა სიტუაციაში აღმოჩნდით და რას ითხოვთ მთავრობისგან?

ჩვენ მთავრობისგან მხოლოდ ერთი მოთხოვნა გვქონდა- მოთხოვნა მათთვის, ვინც გარეთ გამოვიდოდა,უსაფრთხოების და დაცვის აღმოჩენა და ჩვენი შეკრების, მანიფესტაციის კონსტიტუციურ უფლებაზე წვდომის უზრუნველყოფა. ეს იყო ერთადერთი, რასაც მთავრობისგან ვითხოვდით: დაეცვათ ღონისძიების მონაწილეების უსაფრთხოება. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეხვედრაზე, ჩვენ მივიღეთ პასუხი, რომ ისინი ხედავენ რისკებს და არ შეუძლიათ უსაფრთხოების უზრუნველყოფა და არ უნდა ველოდეთ მთავრობისგან „ღირსების მარშის“ დაცვას.

იმის გათვალისწინებით რაც მოხდა პარასკევს და რისი გავლაც თქვენ მოგიწიათ, რა არის ის, რამაც გიბიძგათ, რომ მარშზე უარი არ თქვათ? რატომაა მარში მნიშვნელოვანი?

„ღირსების“ ღონისძიებები ზოგადად მარშსაც მოიცავს. ყველგან, მსოფლიოში ეს ასე ხდება, და ჩვენ გვინდოდა ჩვენც შეგვძლებოდა ჩვენს ქვეყანაში ამავე უფლებით სარგებლობა. ჩვენი მიზანი იმის წინ წამოწევა იყო, თუ რა პრობლემები აქვს თემს დღეს, რა გამოწვევები აქვს მას. სწორედ ამ პრობლემებზე ყურადღების გასამახვილებლად და მისი დისკუსიისთვის გვსურდა მარშის გამოყენება. ეს მოგცვემდა რეალურ შესაძლებლობას ჩვენი პრობლემების გასაშუქებლად და იმის საჩვენებლად, რა მდგომარეობაა ლგბტ უფლებების მხრივ საქართველოში. "ღირსების მარში" მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საზოგადოებაში ჩვენი ადგილი დავიკავოთ და იგივე უფლებებით ვისარგებლოთ, რაზეც ყველა სხვა მოქალაქეს მიუწვდება ხელი, რადგან ლგბტ ჯგუფები ერთადერთია ამ საზოგადოებაში, რომელიც ვერ სარგებლობს ამ უფლებით ან მასზე ძალზედ შეზღუდული წვდომა აქვს.

რა არის თქვენი მესიჯი იმ ჯგუფის წინაშე, რომელსაც ამ მოვლენების დროს დაუპირისპირდით?

ბევრი ადამიანი მათი ლიდერების, პრო-რუსი პირების მიერ არიან მანიპულირებული, რომლებსაც საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვთ. ისინი, სამწუხაროდ ეგებიან ამ მახეს და იჯერებენ ამ ჯგუფების მიერ მიწოდებულ სიძულვილის ნარატივს. თუმცა, ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან. იმედი მაქვს, რომ მათ ნაწილს უბრალოდ არასწორი წარმოდგენა აქვს ამ საკითხზე. მთავარი იდეა ისაა, რომ ჩვენ შეიძლება ერთმანეთი არ მოგვწონდეს, შეიძლება მეორე ჯგუფს არ ვეთანხმებოდეთ, თუმცა კონსტიტუციის იდეა და თავისუფლების იდეა ისაა, რომ ჩვენ საზოგადოებაში შეგვეძლოთ ერთად არსებობა, ერთმანეთის მიმართ აგრესიის და სიძულვილის გარეშე, ჩვენ უნდა შეგვეძლოს აქციის და კონტრ-აქციის მოწყობა შეჯახებების გარეშე და სამოქალაქო ომამდე დაწყების გარეშე. ეს ასე მარტივია. არაა აუციელებელი ერთმანეთი გვიყვარდეს, ან ერთმანეთი მოგვწონდეს, თუმცა მიუხედავად ამისა, უნდა შეგვეძლოს უბრალოდ ერთ საზოგადოებაში მშვიდობიანი თანაარსებობა. მე მჯერა, რომ ესაა დემოკრატიის არსი და სამწუხარდ მთავრობა არ ქმნის ამისთვის პირობებს. ეს არის ალბათ მთავარი მესიჯი: სიძულვილი ჩვენს საზოგადოებაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, დემოკრატიულ ღირებულებებეს და ადამიანის უფლებებს ძირს უთხრის, რასაც სრულყოფილი დემოკრატიული ქვეყანა უნდა იცავდეს.

თქვენზე პირადად რა გავლენა მოახდინა ამ მოვლენებმა?

ჩემი პირადი გამოცდილება არაა დიდად სახარბიელო. მე, ჩემი თავისუფლება დავკარგე, ქუჩაში თავისუფლად ვერ ვმოძრაობ, სოციალურ მედიაში მუქარებს ვიღებ და ამასთან, ყალბი ამბები ვრცელდება ჩემს შესახებ, განცხადებებით და ციტატებით, რომელიც მე არასდროს მითქვამს და რომელსაც ათასობით გაზიარება აქვს. იმ პირობებში, როცა ეს ყველაფერი ხდება, მთავრობის წარმომადგენლები მე მაშინებენ. ეს ყველაფერი საშიშ სიტუაციას ქმნის ქუჩაში და საჯარო ადგილებში გამოსაჩენად. მე აქ თავს დაცულად არ ვგრძნობ. იმედი მაქვს, ეს მუდმივად არ გაგრძელდება, იმედი მაქვს ემოციები გაივლის და ჩემს ცხოვრებას დავიბრუნებ. თუმცა, ამ ეტაპზე ბევრი ბრაზია რადიკალურ მემარჯვენე ჯგუფებში და ჩვენ ვიხილეთ, როგორი საშიში არიან ისინი. ეს არაა მხოლოდ ონლაინ კიბერ ბულინგი, მე ექვსი საათი ვიყავი ამ ჯგუფის პირისპირ იზოლაციაში და ამ ხნის განმავლობაში, მე პირადად, დაუსრულებლად მემუქრებოდნენ. ეს მიუღებელია.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG