ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ახალი პრემიერ მინისტრია


88-ით 54-ის წინააღდეგ ქვეყნის ახალმა პარლამენტმა ივანიშვილის ახალი კაბინეტი დაამტკიცა

ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტარებს აღუთქვა, რომ ის ქვეყნის პროდასავლურ პოლიტიკას გააგრძელებს და საქართველოს ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსს არ შეცვლის.
პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტის სხდომაზე სამთავრობო პროგრამა სახელწოდებით ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის წარადგინა.
პრემიერმა პროგრამაში წარმოდგენილი ძალოვანი სტრუქტურების, კულტურის სფეროს, განათლების სისტემის, პროკურატურის და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების დეპოლიტიზებისა და სხვადასხვა დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისა და გაძლიერების საკითხებზე ისაუბრა. პრემიერი ასევე შეეხო იმ რეფორმებს, რომლებიც იგეგმება სოციალურ სფეროში, მათ შორის საყოველთაო დაზღვევა, სამედიცინო სფეროს რეფორმირება, სოფლის მეურნეობის სფეროში განსახორციელებელი დახმარებების პროგრამები, საგადასახადო სისტემის რეფორმირება და ა.შ.
XS
SM
MD
LG