დასრულდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ორდღიანი ვიზიტი ესტონეთში. ბიძინა ივანიშვილი დღეს ესტონელ კოლეგას ანდრუს ანსიპს შეხვდა. ესტონეთის პრემიერის განცხადებით, ნოემბერში დაგეგმილ ვილნიუსის სამიტზე ის მხარს დაუჭერს ევროკავშირს და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებას, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებასაც გულისხმობს.
აეროპორტში გაფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე ბიძინა ივანიშვილმა ვიზიტის შედეგები შეაჯამა და აღნიშნა, რომ ბოლო 4 დღის მანძილზე ბალტიისპირეთის ქვეყნებში სტუმრობისას, საქართველოსთვის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი, დადებითი ინფორმაცია მიიღო. მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ დიდი ალბათობით, მომავალი წლის აპრილ-მაისში საქართველო ევროკავშირში გაერთიანების ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.