ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კინზინგერი: საქართველო ამერიკის დიდი და მნიშვნელოვანი პარტნიორია


კონგრესმენი ადამ კინზინგერი

შეერთებული შტატების კონგრესში, საქართველოს მხარდამჭერი აქტი წარადგინეს. აქტის ინიციატორი, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეები, დემოკრატი კონგრესმენი ჯერი კონოლი და რესპუბლიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერია.

მომხდარ ფაქტს "ტვიტერზე" თავად ილინოისის შტატის კონგრესმენი, ადამ კინზინგერი ეხმაურება. მისი თქმით, საქართველო ამერიკის მნიშვნელოვანი პარტნიორია. "საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების დიდი და მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ თავისუფლების ფრონტის წინა ხაზზე იმყოფება" - დაწერა მან რამდენიმე საათის წინ "ტვიტერზე".

ამასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე, კონგრესმენ კინზინგერის კიდევ ერთ კომენტარს ავრცელებს: "უკვე 12 წელზე მეტი გავიდა, რაც რუსული ჯარები შეიჭრნენ და მოახდინეს საქართველოს მიწების ოკუპაცია. თუმცა მიუხედავად ამისა, რუსეთის მიერ ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევის პირობებშიც კი, საქართველო დაუღალავად მუშაობდა დემოკრატიის განვითარებისა და თავისი ხალხის დამოუკიდებლობისთვის. ამ მიზეზებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ხელახლა წარვადგენთ ამ კანონპროექტს".

კონგრესმენ კინზინგერის თქმით, "მე, როგორც საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, მტკიცედ ვდგავარ ჩვენი ქართველი მეგობრების გვერდში, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში”.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG