თბილისში თავისუფლების მოედანზე ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, მთავრობის წევრები, მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა პირები შეიკრიბნენ. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ახალწვეულების ფიცი ჩაიბარა, შემდეგ კი მან, პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა შეკრებილებს სიტყვით მიმართეს.
“მთელი მრავალეროვანი საქართველოს სახელით, მინდა ყველა დავუდასტურო, ჩვენს დევნილ მოსახლეობას, იმ ადამიანებს, რომლებიც საოკუპაციო ხაზს მიღმა ცხოვრობენ, რომ ქართული სახელმწიფო არც ერთი ნაბიჯით დაიხევს უკან ქვეყნის გამთლიანების გზაზე. ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ ყველაზე კარგი იარაღით, ძლიერი და წარმატებული საქართველოს აშენებით. ამ მიზანს მივაღწევთ მშვიდობით და არა იარაღით,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
26 მაისს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი თუ თვითმმართველი ქალაქი აღნიშნავს. დამოუკიდებლობის დღეს არნიშნავენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველებიც.
Facebook Forum