ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზურაბ ჯაფარიძე თვითიზოლაციაშია 


ზურაბ ჯაფარიძე

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პოლიტიკური პარტია "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე თვითიზოლაციაში გადავიდა. მიზეზი კოვიდ19-ია, რომელიც ჯაფარიძის უმცროს შვილს დაუდასტურდა. ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ საჯარო აქტივობებს ზღუდავს და წინასაარჩევნო კამპანიას ონლაინ რეჟიმში გააგრძელებს.

როგორც ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, ერთადერთი სიმპტომი, რაც მის უმცროს შვილს კოვიდ19-ის დადასტურებამდე ჰქონდა, 3 დღის განმავლობაში მაღალი სიცხე იყო - ბავშვი ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ოჯახის დანარჩენი წევრების ტესტების პასუხები უარყოფითია.

22 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კოვიდ19-ით ინფიცირების 13 000-ზე მეტი აქტიური შემთხვევაა დადასტურებული. მხოლოდ 22 ოქტომბერს, ინფიცირების 1 595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კლინიკაში მოთავსებული 3 155 პაციენტიდან, 381 მძიმე ვითარებაშია, მათგან 77 კი სასუნთქ აპარატზეა მიერთებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG