ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

Covid 19-ის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი საქართველოში


საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 158 შემთხვევა გამოვლინდა. ეს რაოდენობა ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. ახალი დადასტურებული შემთხვევების დიდი ნაწილი ისევ აჭარაზე მოდის (87), დანარჩენი კი სამეგრელოზე (28), იმერეთზე (19), თბილისზე (18) და გურიაზე (6) ნაწილდება.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის თქმით, 22 ინფიცირებულის წყარო ამ ეტაპზე უცნობია და მიმდინარეობს ეპიდკვლევა.

„„20-ზე მეტი შემთხვევა დაკავშირებულია რიტუალურ პროცესებთან. 22 გახლავთ უცნობი შემთხვევა, ჯერჯერობით დაინფიცირების წყარო არ ჩანს. 7 არის სამედიცინო დაწესებულებებთან დაკავშირებული. 3 არის ხოფას სავაჭრო ცენტრთან დაკავშირებული. ასევეა პატარ-პატარა კერძო, მცირე ბიზნესის წარმოებები, სადაც 2-ზე და 3-ზე მეტი პირია დასაქმებული“, – აღნიშნა შავიშვილმა.

კორონავირუსი დაუდასტურდა აჭარის მთავრობის აპარატის თანამშრომელსაც. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მონაცემებით აქ მოძიებულია ყველა კონტაქტი, ისინი თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილნი, ყველა მათგანს ტესტირება ცაუტარდა და ამ ეტაპზე ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.

თბილისში დამატებითი ეპიდკვლევა მიმდინარეობს, კორონავირუსი დაუდასტურდა საქართველოს პარლამენტის წევრს ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს. ამ ჯაჭვში არიან კორონავირუსი ასევე დაუდასტურდათ, პარლამენტის წევრ გედი ფოფხაძეს, თბილისის საკრებულოს ყოფილ წევრს ჯაბა ჯიშკარიანს, პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარეს თაკო ჩარკვიანს და მის დედას, ასვეე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს თეონა ცხომელიძეს.

„რუსთავი 2“-ის სხვა არც ერთ თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ განაცხადა. ტესტი ტელევიზიის 400-მდე თანამშრომელს ჩაუტარდა.

XS
SM
MD
LG