ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაძაბულობა აზერბაიჯანს და ირანს შორის


„არა მგონია აზერბაიჯანი ვინმესთან ომს აპირებდეს. დაძაბულობა საბოლოო ჯამში გაიფანტება და სპარსეთის ყურეში არაფერი სერიოზული არ მოხდება“ - განაცხადა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტმა, ალექსანდრე რონდელმა.

კომენტარი აზერბაიჯანს და ირანს შორის დაწყებულ დაძაბულობას მოჰყვა. ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ აღიარა, რომ აზერბაიჯანი მათგან 1.6 მილიარდი დოლარის ოდენობის იარაღს ყიდულობს. მათ შორისაა უპილოტო თვითმფრინავები - დრონები, სარაკეტო და საჰაერო თავდაცვის სისტემები. ამ საკითხთან დაკავშირებით შეშფოთება საქართველომაც გამოთქვა, თუმცა ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობის ფონზე მათ შორის დაძაბულობა გამორიცხულია.

აღნიშნული ფაქტი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწესთან გამართულ შეხვედრაზე თავად აზერბაიჯანის ელჩმა ირანში, ჯავახირ ახუნდროვმაც დაადასტურა. თუმცა ისიც დასძინა, რომ იარაღი ოკუპირებული აზერბაიჯანული ტერიტორიების გათავისუფლებისთვის არის გამიზნული და არა ირანის წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG