ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„საერთაშორისო ამნისტია“ საქართველოს შესახებ


„საერთაშორისო ამნისტია“ საქართველოს შესახებ
„საერთაშორისო ამნისტია“ საქართველოს შესახებ

”საერთაშორისო ამნისტიის” ყოველწლიურ ანგარიშში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ საქართველოსთან მიმართებაში ყველაზე ვრცლად ომის შემდგომ არსებული ვითარების შესახებაა საუბარი.

ანგარიშში ნათქვამია, რომ სიტუაცია კვლავაც დაძაბული რჩება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ხოლო მოლაპარაკებები ჟენევაში, რაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ეხება, ჩიხშია შესული.

„არ ყოფილა მნიშვნელოვანი პროგრესი ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების კუთხით. სექტემბერში ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მიუთითა სერიოზული ნაკლოვანებების შესახებ საქართველოს ხელიუსფლბას. კვლავ მძიმე სურათია ომის შედეგების აღმოფხვრის მიმართულებით,“– ნათქვამია „საერთაშორისო ამნისტიის“ ანგარიშში, სადაც კიდევ ერთხელაა აღნიშნული სამი ოსი ეროვნების ადამიანის გაუჩინარების შესახება 2008 წლის ოქტომბერში საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან.

ანგარიშში ყურადღებაა გამახვილებული დევნილთა მდგომარეობის, მათი საცხოვრებელი პირობების შესახებ. „ამ მიმართულებით ხელისუფელბამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა, მაგრამ ამის მიუხედავად, სურათი მძიმეა, კომპაქტურ ჩასახლებებსა და კოტეჯებში დაუცველია ჰიგიენური ნორმები, არ არის წყალი და სხვა სერვისები. ინტეგრაციის პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს. დაუცველია ჯანმრთელობა და სოციალური უფლებები,“– ნათქვამია ანგარიშში. ექსპერტი არჩილ გეგეშიძე ამბობს, რომ ხელისუფლების პოლიტიკა ომით დაზარალებულ ადამიანებთან მიმართებაში კრიტიკას ვერ უძლებს. მათი ყოველდღიურობა მძიმეა, მომავალი კი ბუნდოვანი.

ირინა მეტრეველი 2008 წლის ომის შემდგომ გორის ერთ–ერთ საბავშვო ბაღში ცხოვრობს ოთხ შვილთან და მეუღლესათნ ერთად. მისმა ოჯახმა აქამდე დევნილის სტატუსიც ვერ მიიღო, რადგან ის სოფელ ქვემო ნიქოზიდანაა, სადაც მოსახლეობამ ომის შემდეგ დაბრუნება შეძლო. ქალბატონი ირინას სახლი კი დაუცველ ტერიტორიაზე აღმოჩნდა და თანაც დანგრეული. „ხელიუსფლებამ ფანჯრები და სახურავი გამოგვიცვალა, მაგრამ კედლები ინგრევა და იატაკიც არ არის. ასეთ ვითარებაში სად წავიდე ოთხი ბავშვით, რომელთაგან ერთს ჯანმთელობის პრობლემა აქვს. საბავშვო ბაღში უმძიმეს პირობებში ცხოვრობთ, წყალიც კი არ გვაქვს“,– ამბობს ირინა მეტრეველი.

„საერთაშორისო ამნისტიის“ ანგარიში დევნილთა გამოსახლების პროცესსაც ეხება და ამბობს, რომ ხელისუფლებამ 500–მდე ადამიანი მოულოდნელი გადაწყვეტილების პირისპირ დააყენა და გაფრთხილებისა და ალტერნატიული შეთავაზების გარეშე გამოასახლა. ანგარიშში თემურ ცხოვრებოვის შესახებაცაა საუბარი, რომელიც ცხინვალელი ჟურნალისტი და სამოქალქო საზოგადოების წარმომადგენელია. იგი ძალადობის მსხვერპლი აღმოჩნდა.

ანგარიშში ცალსახად აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ადამაინის უფლებადათა დაცვის კუთხით ომის შემდგომ საქართველოში არ ყოფილა.

XS
SM
MD
LG