ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების ინიციატივა


აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების ინიციატივა

ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ საქართველოს ხელისუფლებას აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარიბის ინიციატივით მიმართა. ექსპერტის აზრით აფხაზებსა და ქართველებს შორის მოლაპარაკება აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების პირობით უნდა დაიწყოს, მისივე აზრით მთავარია, რომ ეს მოლაპარაკება წარიმართოს რუსეთის გარეშე : ” - უნდა ითქვას, რომ პრობლემის პოლიტიკური მოგვარება ჩიხშია შესული. პრაქტიკულად 2-3 წელია აქტიურობა ამ მიმართულებით არ ხდება. ჩვენი აზრით, საზოგადოება იკვებება ილუზიებით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელისუფლების აქტივობა არ არის. მე მინდა მიუხედავად კრიტიკული განწყობისა მაინც ვთქვა, რომ გარკვეული აქტივობა არის. მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობა, რომელიც გადამწყვეტ როლს უნდა ასრულებდეს საქმეში, რასაც დეოკუპაცია ჰქვია, ის არის დაკავებული სულ სხვა პრობლემებით.. ჩრდილოეთი აფრიკა იქნება ეს, ავღანეთი იქნება, გადატვირთვა იქნება მოსკოვთან.. მოკლედ სტატუს-კვოს შენარჩუნება არის პრიორიტეტული მსოფლიო საზოგადოებისთვის ამ ეტაპზე”.

” - იმისათვის, რომ აღნიშნულ საკითხზე პერსპექტივა გამოჩნდეს, არ უნდა იყოს ლაპარაკი სტატუსზე - თვლის კონფლიქტოლოგი გოგი ხუციშვილი: ” - უნდა დავიწყოთ მოლაპარაკება საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენასა და ურთიერთობების შექმნაზე” .

” - საქართველო აფხაზეთის გარეშე არ არსებობს, ეს უნდა იცოდნენ ისეთმა სახემწიფო მოღალატეებმა, როგორიც არის მამუკა არეშიძე, აცხადებს ეროვნულ-განმათავისუფლებები მოძრაობის წევრი თამარ ჩხეიძე: ”- საქართველოს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის იურიდიული აღიარებით საქართველოს დაშლის პროცესი დაიწყება. რუსეთი ამას უკვე ვერ ახერხებს.. ახლახან ვნახეთ, რომ ორ-კაციანმა სახელმწიფომაც კი არ აღიარა აფხაზეთი. ამ მხრივ რუსეთი ჩიხშია შესული და ყველაზე კარგი გამოსავალია, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა თავად ქართველებს აღიარებინოს ”.

ექსპერტი თავდაცვისა და უშიშროების საკითხებში ირაკლი მჭედლიშვილი ამბობს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას აქვს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით აბსოლუტურად მკაფიო და მყარი პოზიცია, რომელიც არცერთ შემთხვევაში არ შეიცვლება : ” - რაც შეეხება მიდგომას, რომ მოხდეს აღიარება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის.. ეს არის მიდგომა, რომელიც გააჩნია რუსეთს და ის ცდილობს ამ მიდგომის დანერგვას”.

ეთნოწმენდამომხდარ რეგიონებისთვის დამოუკიდებელი სახელმწიფო ფაშისტურ და კომუნისტურ რეჟიმებსაც კი არ უწოდებიათ- აცხადებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია დაკავშირებით მამუკა არეშიძის ინიციატივასთან საქართველოს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე. შოთა მალაშხიას თქმით, თუ ვინმეს აქვს წინადადებები როგორ უნდა მოხდეს ეთნოწმენდის შედეგების ლიკვიდაცია, როგორ დაბრუნდნენ საკუთარ სამშობლოში საკუთარ სახლებში დევნილები, როგორი უნდა იყოს არაღიარების პოლიტიკა და როგორ მოითხოვოს საქართელომ რუსეთისგან ჩადენილ დანაშაულზე კონტრიბუცია, ხელისუფლება და მმართველი ძალა მზად არიან მათთან ითანამშრომლონ.

XS
SM
MD
LG