ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

86 - კოვიდით გარდაცვალების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი


ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსმა 86 ადამიანის სიცოცხლე შეიწრა, ეს არის დღიურად გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. პანდემიის დაწყების დღიდან გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 7 649 მიაღწია.

ქვეყანაში კოვიდის 3 034 ახალი შემთხვევა აღირიცხა, რითაც დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 559 943 გახდა. ამასთან, ვირუსისგან განიკურნა კიდევ 3 952 პირი და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 506 486-მდე გაიზარდა.

ახალი შემთხვევიდან, ყველაზე მეტი თბილისში (1 202) გამოვლინდა, შემდეგ მოდიან: იმერეთი (375) კახეთი (289), აჭარა (282), სამეგრელო-ზემო სვანეთი (237), შიდა ქართლში (213), ქვემო ქართლი (188), გურია (84), მცხეთა-მთიანეთში (72), სამცხე-ჯავახეთი (69), რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი (23).

„იქედან გამომდინარე, რომ წინა პერიოდში გვყავდა ძალიან ბევრი ინფიცირებული, ეს მაღალი სიკვდილონობა, პირდაპირ პროპორციულ კავშირშია
ლევან რატიანი, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა


„იქედან გამომდინარე, რომ წინა პერიოდში გვყავდა ძალიან ბევრი ინფიცირებული, დღიური მაჩვენებელი 5000-ს სცდებოდა, ეს მაღალი სიკვდილონობა დღეს, პირდაპირ პროპორციულ კავშირშია“ - ამბობს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეისასთვის, საქართველოში, მინიმუმ ერთი დოზით 822 297 მოქალაქეა აცრილი, მათგან 437 094 სრულად, ორივე დოზით. გასულ 24 საათში 23500 აცრა გაკეთდა, რაც ცენტრის შეფასებით, საკმარისი არ არის და დღიურად აცრის მაჩვენებელი 30-40 ათასის ფარგლებში უნდა მერყეობდეს.

მოდი ვთქვათ და გავაკეთოდ, მილიონი აცრა სექტემბერში და მილიონი ოქტომბერში, ნახავღ როგორი სისწრაფით ჩამოვა კოვიდის ახალი შემთხვევების რაოდენობა ქვემოთ და რაც მთავარია აღარავინ აღარ დაგვეღუპება ან იქნება სიკვდილის ერთეული შემთხვევები
ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი


„პამდემიის წელში გადასატეხად და სიკვდილიანობის შესამცირებლად აუცილებელია, ყოველთვიურად, სულ მცირე მილიონი ადამიანის ვაქცინაცია“ - ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე. „მოდი ვთქვათ და გავაკეთოდ, მილიონი აცრა სექტემბერში და მილიონი ოქტომბერში, ნახავღ როგორი სისწრაფით ჩამოვა კოვიდის ახალი შემთხვევების რაოდენობა ქვემოთ და რაც მთავარია აღარავინ აღარ დაგვეღუპება ან იქნება სიკვდილის ერთეული შემთხვევები“ - მიაჩნია გამყრელიძეს.

„ჩვენ თუ ავცრით ჩვენი მოსახლეობის 70%-ს, ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება, დღიური შემთხვევების რაოდენობა იყოს 1500-2000 ან მეტი, მაგრამ სიკვდილიანობა აღარ იქნება რამდენიმე ათეული, არამედ იქნება 1 ან 2 ადამიანი დღეში. ეს არის ვაქცინაციის ძალა“ - ამბობს იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.

ოფიციალური მონაცემებით, დღეისათვის საქართველოში, ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 29.4 პროცენტი, ხოლო სრულად ვაქცინირებული მოზრდილი მოსახლეობის რაოდენობა 16 პროცენტს აღწევს.

XS
SM
MD
LG