ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოვიდით გარდაცვლილთა რიცხვმა 50-ს მიაღწია


4 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი - 554 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა. კოვიდით გარდაცვლილთა რიცხვმა ჯამში 50-ს მიაღწია. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა Stopcov.ge-ის მონაცემებით, 252-ით გაიზარდა.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსის დღევანდელი შემთხვევებით ისევ აჭარა (370) ლიდერობს, შემდეგ მოდის თბილისი (65), იმერეთი (63), სამეგრელო-ზემო სვანეთი (28) ქართლი (17) და გურია (6).

გურიაში კორონავირუსის ექვსივე შემთხვევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს უკავშირდება, ამ ინფორმაციას ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, მაია ქუთიძე ავრცელებს

ხუთი შემთხვევა დაბა ლაითურშია დაფიქსირებული, ხოლო ერთი, სოფელ მერიაში. ლაითურში ოთხი პირი ერთი ოჯახიდანაა. მეექვსე ინფიცირებული კი სოფელ მერიას მკვიდრია. ამჟამად, მიმდინარეობს ეპიდკვლევა და კონტაქტების დადგენა“, – აღნიშნა ქუთიძემ.

აჭარის არ-ის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორი გარდაცვლილიდან, ერთი 90 წლის კაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. მეორე გარდაცვლილი 82 წლის პაციენტი იყო, რომელსაც COVID-19-თან ერთად, სხვა თანხმლები დაავადებებიც ჰქონდა. იგი წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკაში მკურნალობდა.

Stopcov.ge-ის მონაცემები 4 ოქტომბერს ასე გამოიყურება: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 8118; გამოჯანმრთელებული – 4244; გარდაცვლილი – 50; კარანტინის რეჟიმში – 5392; სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836 კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1100

XS
SM
MD
LG