ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უფროს ჯორჯ ბუშს კვლავ ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა


ჯორჯ ბუშ უფროსი
ჯორჯ ბუშ უფროსი

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, უფროსი ჯორჯ ბუში საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოჯახის პრესსპიკერის, ჯიმ მაკგრათის თქმით, მას ჰიუსტონის შტატის ქალაქ ტეხასში მკურნალობენ.

ამერიკის რიგით 41-ე პრეზიდენტი 92 წლისაა. კლინიკაში ის უქმეებზე სუნთქვის უკმარისობის გამო მოათავსეს. მაკგრათი ამბობს, რომ ექსპრეზიდენტის ორგანიზმი მკურნალობას კარგად დაექვემდებარა და მას სავარაუდოდ, მალე გამოწერენ. ბუშს პარკინსონის დაავადება აქვს და ის ძრავით აღჭურვილი ეტლით გადაადგილდება. 2014 წლის შემდეგ მას ჰოსპიტალიზაცია ორჯერ დასჭირდა.

XS
SM
MD
LG