ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამა ჯორჯ ბუშის ცენტრის გახსნას დაესწრო


Former president George W. Bush, former first lady Laura Bush and President Obama share a lighter moment during the dedication of the Bush Presidential Library and Museum, April 25, 2013.
Former president George W. Bush, former first lady Laura Bush and President Obama share a lighter moment during the dedication of the Bush Presidential Library and Museum, April 25, 2013.

შეერთებული შტატების ყოფილი რესპუბლიკელი და დემოკრატი პრეზიდენტები ჯორჯ ბუშის ცენტრის გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ

პრეზიდენტი ბარაკ ობამა და შეერთებული შტატების ყოფილი ოთხი პრეზიდენტი ტეხასის შტატში, დალასში შეიკრიბნენ იმისათვის რომ მონაწილეობა მიეღოთ ექს-პრეზიდენტ ჯორჯ დაბლიუ ბუშის მუზეუმის და ბიბლიოთეკის გახსნაში.

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ექს-პრეზიდენტ ბუშს 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების დროს გამოჩენილი სიძლიერისთვის მადლობა მოუხადა. დემოკრატმა პრეზიდენტმა მის რესპუბლიკელ წინამორბედთან 11 სექტემბრის ტერაქტიდან რამდენიმე დღის შემდეგ მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ნანგრევებში მისვლა გაიხსენა.

ბარაკ ობამა: ბიბლიოთეკაში ყოფნის დროს, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის წარმოუდგენელი სიძლიერე და გამბედაობა გამახსენდა, როდესაც ის გრაუნდ ზიროს ნანგრევებში იდგა და პირობას დებდა რომ ისინი ვინც შეეცადნენ მათი ცხოვრების წესი შეეცვალა, ამ საქციელზე პასუხისგება მოუწევდათ.

პრეზიდენტმა ობამამ ბუშს „კარგი კაცი“ უწოდა და შეუერთდა ყოფილ პრეზიდენტებს დემოკრატიული პარტიიდან ბილ ქლინთონს და ჯიმი კარტერს, რომლებიც ამერიკის რიგით 43 პრეზიდენტის პროგრამაზე „პეპფარზე“ საუბრობდნენ, რომელმაც აფრიკაში შიდსთან ბრძოლისთვის ქველმოქმედების მიზნით მილიარდი დოლარი შეაგროვა.

ბარაკ ობამა: კარგად მახსოვს ის თანაგრძნობა, რომლითაც გამსჭვალული იყო გლობალური ბრძოლა შიდსისა და მალარიის წინააღმდეგ. ამის წყალობით მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა მსოფლიოს ყველაზე ღარიბ ადგილებში. ამერიკა ეხმარებოდა ასეთ ადამიანებს და ყოველთვის იყო იქ სადაც მათ ზრუნვა სჭირდებოდათ.

ჯორჯ ბუშმა განაცხადა რომ, მისი რვაწლიანი საპრეზიდენტო ვადა დაამახსოვრდებათ მისი მტკიცე ვალდებულებით რაც მსოფლიოში დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის ხელშეწყობას ითვალისწინებდა.

ჯორჯ ბუში: პოლიტიკური სიო ხან მარცხნივ, ხან კი მარჯვნივ უბერავს. რეიტინგები ხან მაღლა იწევს, ხან დაბლა. მხარდამჭერები მოდიან და მიდიან. საბოლოოდ კი ლიდერები იმით ფასდებიან რაც თავიანთი მოღვაწეობის დროს აქვთ გაკეთებული. ბუშის ღრმა რწმენით, ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის დროს მისი მთავარი პრინციპი იყო ის , რომ შეერთებულ შტატებს მოპოვებული დამოუკიდებლობა კიდევ უფრო გაემყარებინა.

ჯორჯ ბუშმა თავის მეორე საპრეზიდენტო ვადა 2009 წელს მძაფრი კრიტიკის და დაბალი რეიტინგის ფონზე დაასრულა, თუმცა უკანასკნელი გამოკითხვები აჩვენებს რომ მას შემდეგ მისი პოპულარულობა და რეპუტაცია ბევრად გაუმჯობესდა. მან განაცხადა რომ ბიბლიოთეკაში მისული ადამიანები მისი ადმინისტრაციის დროინდელ წარმატებებს გაეცნობიან.

ჯორჯ ბუში: მთავარ მიღწევა ქვეყნების დიქტატორული მმართველობისგან გათავისუფლება და შიდსიანების მკურნალობაა. როდესაც ამერიკის თავისუფლებას დაემუქრა საფრთხე მტკიცე გადაწყვეტილებები მივიღეთ იმისათვის რომ ამერიკელი ხალხის უსაფრთხოება დაგვეცვა.

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი, იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ეჰუდ ოლმერტი მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად მოწვეულ სტუმრებს შორის იმყოფებოდნენ.

ამერიკის ყველა ყოფილი პრეზიდენტი რომელიც ცერემონიას ესწრებოდა სიტყვით გამოვიდა. ჯორჯ ბუშის მამა 88 წლის უფროსი ბუში რომელიც ასევე ამერიკის ყოფილი პრეზიდენტია, სტუმრებს ინვალიდის ეტლიდან მიესალმა.
ჯორჯ ბუში უკვე მეცამეტეა ამერიკის ყოფილ პრეზიდენტებთან ერთად, რომელმაც ბიბლიოთეკა შექმნა. თუმცა როგორც მან იხუმრა, ის არის პირველი მათ შორის და იღბლიანი იმ მხრივ რომ, ბიბლიოთეკის პრეზენტაციას მისი მშობელი დედაც და მამაც დაესწრო.
XS
SM
MD
LG