ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უფროსი ჯორჯ ბუში საავადმყოფოშია


George HW Bush

91 წლის ექსპრეზიდენტი უფროსი ჯორჯ ბუში მეინის შტატის ქალაქ პორტლანდის კლინიკაში კისრის მოტეხილობის დიაგნოზით დააწვინეს.

შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, უფროსი ჯორჯ ბუში დაცემის შედეგად, კისრის არეში მოტეხილობის დიაგნოზით, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის ყოფილი პრეზიდენტის უმცროსი ჯორჯ ბუშის და პრეზიდენტობის კანდიდატის ჯებ ბუშის მამაა.

პრეს-სპიკერის ჯიმ მაკგრათის ცნობით, 91 წლის ექსპრეზიდენტი, რომელიც ამერიკის პრეზიდენტი 1989-1993 წლებში იყო, მეინის შტატის ქალაქ პორტლანდის კლინიკაში დააწვინეს. ის ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე საოჯახო აგარაკზე ქალაქ კენებანკპორტში ისვენებდა. სპიკერის განცხადებით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ექიმები საავადმყოფოში მისი დიდი ხნით დატოვებას არ გეგმავენ.

XS
SM
MD
LG