ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაღუპული სერჟანტი ავღანეთიდან თბილისში ჩამოასვენეს


უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილის ცხედარი ბაგრამის საჰაერო ბაზიდან თბილისში ჩამოასვენეს. ქართველი ჯარისკაცი ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებდა. 3 აგვისტოს, იგი თავდასხმისას დაიღუპა. მასთან ერთად, ინციდენტში მოყვა და დაშავდა სამი ქართველი ჯარისკაცი, რომლებიც ამ წუთებში მკურნალობას გადიან.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავს საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, აშშ-ის ელჩი საქართველოში და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ. ცხედრის ჩამოსვენება აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით მოხდა.

"სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი დაიღუპა გლობალური უსაფრთხოების დაცვისას, საქართველოს ინტერესებისთვის ბრძოლაში"-ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა. პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კი გამოთქვა ღრმა მწუხარება მომხდართან დაკავშირებით და განაცხადა, რომ "საქართველო მისი ნათელი მომავლისთვის დაღუპულ გმირებს არასდროს დაივიწყებს."

ცხედარს პირველ ეტაპზე პროზექტურაში, შემდეგ კი ოჯახში გადაასვენებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG