ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თანაშემწემ პატრიკ ვენტრელმა განაცხადა, რომ ამერიკის მთავრობა საქართველოს მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების და მათ მიმართ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებების შესახებ აღძრულ საქმეებს განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება.
პრესსპიკერის განცხადებით, შეერთებული შტატები არ აკეთებს კონკრეტული დაკავების და დაპატიმრების ფაქტების შეფასებას. ეს ამერიკის მთავრობის გრძელვადიანი მესიჯია, თუმცა მნიშვნელოვანია, სამართლებრივი პროცესი ისე წარიმართოს, რომ არ იქნას აღქმული ან არ იყოს რეალურად პოლიტიკური ანგარიშსწორება - განაცხადა პრესსპიკერმა.
შეერთებული შტატები მოუწოდებს ყველა მხარეს, საერთო მიზნის ანუ საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევის მიზნით ერთმანეთთან კონსტრუქციულად ითანამშრომლონ- განაცხადა პატრიკ ვენტრელმა.