ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გარდაიცვალა გენერალი შალიკაშვილი


გარდაიცვალა გენერალი შალიკაშვილი
გარდაიცვალა გენერალი შალიკაშვილი

ამერიკის გაერთიანებული შტაბების უფროსმა ადმირალმა მაიკლ მალენმა გარდაცვლილი ჯონ შალიკაშვილი ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.

გაერთიანებული შტატების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკის შეიარაღებული ძალები - დაახლოებით 2 მილიონი სამხედრო მოსამსახურე პირი - გულითად სამძიმარს უცხადებს გენერალი შალიკაშვილის მეუღლე ჯოანას, ვაჟიშვილ ბრენტს და მთელ მათ ოჯახს.

გენერალი შალიკაშვილი ამერიკის შეიარაღებულ ძალებს 1993-1997 წლებში ხელმძღვანელობდა. მან სამხედრო კარიერა ამერიკის არმიაში დაიწყო და გამორჩეული ნიჭისა და შესაძლებლობების გამო ის ამერიკის შეიარაღებულ ძალებში უმაღლესი პირიც გახდა. გარდა ამისა, ის წლების მანძილზე პრეზიდენტის სამხერდო მრჩეველიც იყო.

ადმირალი მალენის განცხადებაში ნათქვამია:

„ვგლოვობთ რა უდიდესი მამულიშვილის გარდაცვალებას, ვაცნობიერებთ ჩვენი ერის განვითარებაში მის მიერ შეტანილ წვლილს - მის მიერ შეცვლილი ადამიანთა ცხოვრება, უამრავი ადამიანის პროფესიული მენტორობა, და უბრალოდ მისი მტკიცე ხასიათი და უბადლო თავდადებულობა. გენერალი შალიკაშვილის ძალისხმევის შედეგად, ჩვენი ჯარი დღეს გაცილებით ძლიერია. ის ჩვენ უზომოდ მოგვაკლდება.“

XS
SM
MD
LG