ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაზის ორი გიგანტი ახალ ურთიერთობაზე თანხმდება


გაზის ორი გიგანტი ახალ ურთიერთობაზე თანხმდება
გაზის ორი გიგანტი ახალ ურთიერთობაზე თანხმდება

გაზპრომსა და შელს შორის ურთიერთობის ახალი ხანა დაიწყო.

რუსეთის ბუნებრივი აირის გიგანტმა, გაზპრომმა როიალ დაჩ შელთან ახალ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც ორი კომპანია ერთობლივად დაიწყებს ციმბირში გაზის საბადოების ათვისებას.

ოთხი წლის წინ რუსეთის ხელისუფლებამ ანგლო-შელის ნავთობ კომპანიას გარემოს დაცვის წესების უგულვებელყოფაში ბრალი დასდო, და შელს „სახალინ 2“-ის პროექტში აქციების უმრავლესობა ჩამოართვა. „სახალინ 2“ გათხევადებული აირის პირველი სადგურია რუსეთში. შელს პროექტში ამჟამად აქციათა მხოლოდ ერთი მეოთხედი აქვს.

შელსა და გაზპრომს შორის გუშინ დადებული ხელშეკრულაბა მათ ურთიერთობაში ახალ ეტაპს იწყებს. შელი მონაწილეობას მიიღებს ციმბირსა და რუსეთის აღმოსავლეთში მდებარე გაზის სხვა საბადოების ათვისებაში.

შელი, ასევე, დათანხმდა გაზპრომისთვის ისეთ პროექტებში წილის მიყიდვას, რომლებიც რუსეთის ტერიტორიის გარეთ ხორციელდება. სანაცვლოდ, გაზპრომისგან მიიღო თანხმობა, რომ შელი „სახალინ 2“-ის მესამე და მეოთხე ეტაპებში ერთ-ერთი წამყვანი აქციონერი იქნება.

XS
SM
MD
LG