ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ღაზაზე ისრაელის იერიშის მეექვსე დღეა


ღაზას სექტორი, 19 ნოემბერი, 2012 წ.

პალესტინელი მედიკოსების განცხადებით, ოთხშაბათს დაწყებული ოპერაციის განმავლობაში სულ მცირე 87 პალესტინელია დაღუპული.

თელ ავივი ღაზიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტების გასროლის აღკვეთას ცდილობს. პალესტინელი ექიმები კი აცხადებენ, რომ დღევანდელ დაბომბვას სულ მცირე 10 პალესტინელი შეეწირა.

ასევე, პალესტინელი მედიკოსების განცხადებით, ოთხშაბათს დაწყებული ოპერაციის განმავლობაში სულ მცირე 87 პალესტინელია დაღუპული.

ისრაელის შეიარაღებული ძალების ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში 80 სამიზნე გაანადგურეს, მათ შორის პოლიციის განყოფილება და ჰამასის მიწისქვეშა ბუნკერები.

შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ ისრაელის თავდაცვითი სისტემის „რკინის გუმბათის“ მეშვეობით 300-მდე რაკეტა იქნა გადაჭერილი.
XS
SM
MD
LG