ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ ერაყიდან გასასვლელად ემზადება


აშშ ერაყიდან გასასვლელად ემზადება

ერაყის ხელისუფლებამ უნდა განსაზღვროს დარჩნენ თუ არა ამერიკელები 2011 წლის შემდეგ.

გეგმის თანახმად, აგვისტოს ბოლოს ამერიკელი სამხედროები ერაყის ტერიტორიას დატოვებენ. თუმცა პენტაგონი აცხადებს, რომ თუკი იქნება ამ გეგმის მოდიფიცირების სურვილი ერაყის მთავრობის მხრიდან, ვაშინგტონი მზად არის შემხვედრი ნაბიჯები გადადგას.

ამ ეტაპზე, ერაყში შეერთებულ შტატები ყოველ კვირეულად ამცირებს თავისი სამხედრო კონტიგენტის რაოდენობას და თვის ბოლოს იქ მხოლოდ ორმოცდაათი ათასი ამერიკელი ჯარისკაცი დარჩება. ამის შემდეგ, ამერიკელები ერაყის საჯარისო შენაერთების პროფესიულ მომზადებასა და დახმარებას გააგრძელებენ 2011 წლის 31 დეკემბრამდე. სწორედ ამას ითვალიწინებს 2008 წელს ერაყის ხელისუფლებასა და ამერიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმება.

ოჰანლონის აუდიო

მაიქლ ოჰანლონი ვაშინგტონში მდებარე გავლენიანი ბრუკინგსის ცენტრის ექსპერტია. იგი ეხმაურება გუშინ ერაყელი გენერლის ბაბაკირ ზებარის მოწოდებას, რომ ერაყს ამერიკის დახმარება კიდევ ათი წელიწადი დასჭირდება. ოჰანლონის აზრით, გენერალი ბევრი ამერიკელი და ერაყელი სამხედრო ექსპერტის აზრს აჟღერებს, რომლებიც ამერიკული სამხედრო ძალების მიერ ერაყის საჯარისო შენაერთების გაწვრთნის, აღჭურვის და სხვა ტიპის დახმარების მნიშვნელობას აცნობიერებენ. ოჰანლონი დარწმუნებულია, რომ ერაყელი გენერალი, თავისი განცხადებებით ასევე ცდილობდა ერთგვარი ზეწოლა მოეხდინა ერაყელ პოლიტიკოსებზეც.

აღსანიშნავია, რომ ორივე ქვეყანაში საკმაოდ მგრძნობიარე საკითხია ერაყიდან ამერიკლების საბოლოოდ გასვლა ორიათას თერთმეტ წელს. ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ამ გეგმის იმპლემენტაციისთვის ყველაფერს აკთებენ, თუმცა ასევე მზად არიან ცვლილება შეიტანონ მასში, თუკი ერაყის მთავრობის სურვილი იქნება.

ერაყისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობები შეთანხმდნენ, რომ ამერიკელები ერაყიდან 2011 წლის 31 დეკემბრამდე გავლენ. რობერტ გეიტსი: „თუ იქნება ერაყის ახალი მთავრობის ინიციატივა, რომ ჩვენი მისია 2011 წლის შემდეგაც გავაგრძელოთ, მაშინ ამ საკითხში მზად ვიქნებით მოლაპარაკებები ვაწარმოოთ“. აცხადებს პენტაგონის თავკაცი.

XS
SM
MD
LG