ტრიპოლიში ამ წუთებშიც აფეთქებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის ხმა ისმის, რაც ოპოზიციური ძალებისა და მათი მხარდამჭერების თავდაპირველ სიხარულს ანელებს ტრიპოლიში შესვლასთან დაკავშირებით.
გუშინ, ლიბიელი ლიდერები იტყობინებოდნენ რომ კადაფის ერთერთი შვილი დააკავეს, თუმცა საიფ ალ ისლამი მოულოდნელად ტრიპოლის ერთერთ სასტუმროში გმოჩნდა და მომხრეებთან ერთად, ავტოკოლონით გაიარა დედაქალაქის ქუჩებში.
ექსპერტები თვლიან, რომ ალ ისლამის მოულოდნელი გამოჩენა ტრიპოლიში ინდიკაციაა იმ სირთულეებისა, რომელბიც ოპოზიციის ძალებს ლიბიის მმართველი ხელისუფლებისა და კადაფის ოჯახის თავიდან მოცილებაში ეღბებათ.
ამასთან დაკავშირებით, ლონდონში დაფუძნებული ჩატამ ჰაუზის აფრიკის პროგრამის წამყვანი სპეციალისტი ჯაინ კინინმონტი ამერიკის ხმას უცხადებს:
„ჩვენთვის ამ წუთებამდე უცნობია, თუ რა სახის მხარდაჭერა აქვს კადაფის. იქ განსხვავებული სიტუაციაა ვიდრე ეგვიპტესა და ტუნისში, სადაც ეროვნული არმია ძალიან ძლიერ ინსტიტუციას წარმოადგენს.
ორივე აღნიშნულ ქვეყანაში , შეიარაღებულმა ძალებმა მხარდაჭერა არ დაუდასტურეს ქვეყნის ლიდერებს. ლიბიაში, კი განსხვავებული სიტუაციაა. კააფის არასდროს მიუცია ნება საკუთარი არმიისთვის ძლიერი გამხდარიყო, რამეთუ მან ყოველთვის კარგად იცოდა ასეთი სცენარის უარყოფითი მხარეები. კადაფიმ ყოველთვის კარგად იცოდა ხელისუფლების სათავეში დარჩენის გზები.“
ბოლო დღეების განმავლობაში ლიბის ოპოზიციის ძალებმა საკვანძო პოიციები დაიკავეს- ქალაქ ზავიას სანაპირო ზოლი მთლიანად დაიკავეს, რამაც მათ დედაქალაქ ტრიპოლიში შეჭრის საშუალება მისცა.
მეამბოხეები, ისევე როგორც მათი უცხოელი მხარდამჭერები აცხადებენ, რომ მიუხედავად მიმდინარე ბრძოლებისა და კადაფის ძალებთან დაპირისპირებისა, ლიბიის ლიდერების დღეები დათვლილია.
ჯაინ კინინმონტი ამბობს, რომ ალტერნატივა კადაფისთვის გაქცევა ან მიმალვაა:
„შესაძლოა მან აირჩიოს ლიბიაში დამალვა, თუმცა არის სცენარებიც, რომლებიც მისთვის ძალიან მიმზიდველი არ იქნება. მხედველობაში მყავს სადამ ჰუსეინი, როცა იგი ერაყის ტერიტორიაზე იმალებოდა და საბოლოო ჯამში იგი შეპყრობილ იქნა.
ან ჰოსნი ბუბარაკის მაგალითი, როცა მან ეგვიპტეში დარჩენა გადაწყვტა და ჩათვალა რომ ჯარი დაიცავდა, მაგრამ სინამდვილეში ახლა სასამართლოშია მისი საქმე.
მეორეს მხრივ კადაფი, თუ კადაფი ნებაყოფლობით გადასახლებაში წავა, იგი ორი ტიპის რისკის წინაშე აღმოჩნდება, ან საერთაშრისო კრიმინალური სასამართლოს დევნა ან არადა შურისძიება.“
ფადი ელ აბდალა კრიმინალური სასამართლოს საზოგადოებასთნა ურთიერთობის ოფისის წარმომადგენელია.
„ჰააგას სასამართლოს პოლიციური უფლებები არ გააჩნია, ამდენად ჩვენ მხოლოდ ქვეყნების თანამშრომლობაზე ვართ დამოკიდებული. ამ ეტაპზე ლიბიის ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, სრულად ითანამშრომლოს ჩვენს სასამართლოსთან და განახორციელოს დაკავება, ან გადმოგვცეს ეჭვმიტანილი პირები.’’
თუ ოპოზიციის ძალები წარმატებას მიაღწევენ კადაფის განდევნაში, გაურკვევბლობა ლიბიის მომავალთან დაკავშირებით არ დასრულდება. პირიქით გაიზრდება სპეკულაცია თუ ვინ მოვა ლიბიის ხელისუფლების სათავეში.
ექსპერტების დასკვნით, ლიბიის მეამბოხე ძალებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ხალხის ნდობის მოპოვება, და რეპრეზენტატიული, ინკლუზიური მთავრობის ჩამოყალიბება. თუმცა ლიბიის ამბოხება თავისთავად იმდენად განსხვავებულია არაბულ სამყაროში მიმდინარე ანალოგიური მოვლენებისგან , რომ შედეგი, ნორმალური მთავრობის დაფუძნების შემდეგაც არაპნოგრნოზირებადია.