ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მუამარ კადაფი ქალაქ ღადამისს აფარებს თავს


მუამარ კადაფი ქალაქ ღადამისს აფარებს თავს

ლიბიის გარდამავალი მთავრობის განცხადებით ქვეყნის ყოფილი ლიდერი მუამარ კადაფი ალჟირის საზღვართან მდებარე ქალაქ ღადამისს უნდა აფარებდეს თავს.

ლიბიის ამჟამინდელი ხელისუფლება მიიჩნევს, რომ კადაფის უსაფრთხოებას თუარეგის ტომის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ. კადაფიმ თავის დროზე მხარი დაუჭირა ამ ტომის აჯანყებულებს ჩრდილოეთ ნიგერში და ახლა თუარეგის მეომრები მის მხარდამხარ იბრძვიან.

აქამდე ლიბიის გარდამავალი საბჭოს წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ კადაფი ქალაქ ბანი ვალიდში იმყოფებოდა. ლიბიის ყოფილი ლიდერი ოპოზიციის მიერ ტრიპოლის აღების შემდეგ აღარ გამოჩენილა სახალხოდ.

ლიბიის გარდამავალი მთავრობის მეომრებმა ჯერ-ჯერობით ვერ შეძლეს კადაფის მშობლიური ქალაქის სირტის აღება. ნატოს განცხადებით სირტსა და ბანი ვალიდში ჯერ კიდევ 200 ათასამდე მაცხოვრებელი იმყოფება.

XS
SM
MD
LG