ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კადაფის რეზიდენციაში ბრძოლები განახლდა


კადაფის რეზიდენციაში ბრძოლები განახლდა
კადაფის რეზიდენციაში ბრძოლები განახლდა

ლიბიის ოპოზიციამ მუამარ კადაფის დაკავებისთვის ჯილდო 1,67 მილიონი დოლარი დააწესა. ლიბიის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის მუსტაფა აბდელ ჯალილის განცხადებით ეს ადგილობრივი ლიბიელი ბიზნესმენის კერძო ინიციატივაა.

ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის ტრიპოლის რეზიდენციაში განახლდა ბრძოლები, მიუხედავად იმისა რომ სამთავრობო კომპლექსის დიდი ნაწილი გუშინ მეამბოხეებმა ჩაიგდეს ხელში.

აჯანყებულებმა კადაფის რეზიდენციაში უამრავი იარაღი აღმოაჩინეს, თუმცა თავად დიქტატორის ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია. თავის რადიო მიმართვაში კადაფიმ ტრიპოლის მცხოვრებლებს დედაქალაქის განთავისუფლებისკენ მოუწოდა.

ლიბიის სახელმწიფო ტელეარხის განცხადებით ბაბ ალ-აზიზიას რეზიდენციიდან უკანდახევა ტაქტიკური სვლა იყო და ნატოს საჰაერო დარტყმებით იყო გამოწვეული. მუამარ კადაფიმ თავის უკანასკნელ რადიო მიმართვაში ნატოს აგრესიის წინააღმდეგ გამრჯვებამდე ბრძოლა ან ამ ბრძოლაში თავის დადება აღუთქვა ლიბიელებს.

ბრძოლები ამჟამად ტრიპოლის ფეშენებელური სასტუმრო რიქსოსის მახლობლად მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG