ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიდი რვიანი და მსოფლიოს დილემა


დიდი რვიანის ლიდერების ბოლო შეხვედრაზე, რომელიც იტალიის ქალაქ ლ’აკუილაში 2009 წელს გაიმართა წამყვანმა ქვეყნებმა 22 მილიარდი დოლარის ინვენსტირების პირობა დადეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სოფლის მეურნეობისა და სურსათის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით.

ლ’აკუილას სამიტის მონაწილეები 2008 წელს დაწყებული სურსათის კრიზისის შედეგების აღმოხვრას ცდილობდნენ და კრიზისის შედეგებზე აკეთებდნენ რეაგირებას. მაშინ მსოფლიოს არაერთ ქვეანაში სურსათის ფასების ზრდასა და მწვავე დეფიციტს სხვადასხვა ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ამავე სამიტზევე შეიქმნა ლ’აკუილას სურსათის უსაფრთხოების ინიციატივა და მას 26-მა ქვეყანამ და 14 ორგანიზაციამ მოაწერა ხელი.

გატარებული სამუშაოს მიუხედავად ჰუმანიტარული ჯგუფები დღეს აცხადებენ, რომ პირობები შეუსრულებები რჩება და ძალიან ბევრია გასაკეთებელი მსოფლიოში შიმშილის აღმოსაფხვერლად.

ორგანიზაცია ექშიონეიდის წარომადგენელი ნეილ ვოტკინსი ამბობს,რომ ლ’აუილას ინიციატივები განახლებას საჭიროებს:

„კემპ დევიდში დიდი რვიანის სამიტის ლიდერებმა ან ლ’აკუილას ინიციატივა უნდა გააარძელონ და გააფართოვონ, ან პირიქით ამ ძალისხმევას მხარი არ დაუჭირონ და შიმშილისა და სიღარიბის გავრცელების შესაკავებლად არ იბრძოლონ.

ჩვენთვის მთავარი პრობლემაა რომ პრეზიდენტმა ობამამ და სხვა ლიდერებმა უმაღლესი დონის შეხვედრისას შეთანხმებას მიაღწიონ და სურსათის დეფიციტის, შიმშლილისა და სიღარიბის პრობლემების დასაძლევად კონკრეტული, გაბედული ნაბიჯები გადადგან.“

ვოტკინსის თქმით დიდი რვიანის ლიდერები სავარაუდოდ ახალ ინიციატივას წამოაყენებენ სურსათის უსასფრთხოების დაცვის მხრივ და უფრო აყცენტს როლს კერძო სექტორზე გააკეთებენ.

„დიდი რვიანის აქცენტი სურსათის უსაფრთხოებასა და შიმშილის პრობლემებზე ძალიან მნიშვნელოვნაია. გასულ წელს მასობრივ შიმშილობას წავაწყდით აფრიკის კონტინენტზე, გლობალურად კი სურსათზე ფასების ზრდა კი ჩვეულებრივი ტენდენციაა. საჰელის რაიონში მეორედ ხდება კრიზისი, როცა მილიონობით ბავშვი რეგიონში კვების დეფიციტის რისკის ქვეშ არის.“

ორგანიზაცია „ოქსფამ ამერიკას“ წარმომადგენელი გაივენ კრიპკე ამერიკის პრეზიდენტის ინიციატივებს დადებითად აფასებს სურსათის უსაფრთხოების სფეროში. იგი ამბობს:

„ბარაკ ობამამ, საგარეო დახმარების პოლიტიკის ნაწილად, სოფლის მეურნეობისა და სურსათის უსაფრთხოების განვითარება დაისახა მიზნად. მან ასევე წარმატებით მოახერხა დიდი რვიანის სხვა ლიდერების დაყოლიება და ანალოგიური ინიციატივების მნიშვნელობაში მათი დარწმუნება სამი წლის წინ. ახლა ჩვენ ამერიკის პრეზიენტს მოვუწოდებთ შეინარჩუნოს ეს მუხტი და კემპ დევიდის სამიტზე უფრო მეტი გააკეთოს აღნიშნული პრობლემების დასაძლევად.“

დიდი რვიანის სამიტზე, რომელიც 18-და 19 მაისს მერილენდის შტატის ქალაქ კემპ დევიდში გაიმართება, ამერიკის პრეზიდენტმა მოწინავე ეკონომიკის სახელმწიფოებს გარდა ეთიოპიის, განას, ბენინისა და ტანზანიის ლიდერები მიიწვია. ლიდერების შეხვედრის ერთერთი მთავარი თემა, ჰუმანიტარული ორგანიზაციების მოთხოვნით, ჩვილთა კვება, სურსათის უსაფრთხოება, სიღარიბის მზარდი დონე დ გლობალური სოფლის მეურნეობის საკითხები უნდა გახდეს. თუმცა უფრო მეტად მნიშვნელოვანი იქნება იმის შეფასება, თუ რამდენად მოახდენს პოლიტიკოსთა გადაწყვეტილებები სოციალური პრობლემების დაძლევას სინამდვილეში.

XS
SM
MD
LG