ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯორჯ ბუში მაკედონიელებს მოუწოდებს


2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტიდან 10 წლის თავზე, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში კვლავ უცხადებს მხარდაჭერას მაკედონიას და ამ ქვეყნის ატლანტიკურ მისწრაფებებს.

წელს, 17 სექტემბერს, ბუშის ოფისმა სპეციალური წერილით მიმართა მაკედონიის მოსახლეობას. ეს მიმართვა ვაშინგტონში, გავლენიანმა არასამთავრობო ორგანიზაცია „ატლანტიკურმა საბჭომ“ გამოაქვეყნა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი მაკედონიის მოსახლეობას მოუწოდებს 30 სექტემბერს დაგეგმილ რეფერენდუმში მიიღოს მონაწილეობა, რეფერენდუმში, რომელმაც მაკედონიის ნატოში გაწევრიანებას უნდა შეუწყოს ხელი 30-ე წევრად და ასევე, გადაწყვიტოს ოცდაშვიდწლიანი უთანხმოება ქვეყნის დასახელების თაობაზე.

„ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის დეიმონ უილსონის განცხადებით, ბუშის აღნიშნული მესიჯი ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ყოფილი პრეზიდენტის როლი და მისი მემკვიდრეობა, რომელსაც პრაქტიკულად, მაგალითი არ მოეპოვება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG