ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მომავლის ავტომობილი


ბოლო დროს გამართული გამოფენების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მანქანას სულ მცირე, ავტოპილოტი მაინც ექნება, რომელიც მძღოლს სხვა საქმეების კეთების სრულ საშუალებას მისცემს

ავტომობილით მოგზაურობა, შეძლებულებისთვის მაინც, მომავალში შესაძლოა ისე გამოიყურებოდეს, როგორც შვეიცარელ დიზაინერთა ფირმა „რისნპიდის“ მიერ წარმოდგენილ - ამერიკულ „ტესლა - S“ მოდელში. რაკი საჭეზე ხელის მოკიდება საჭირო აღარ არის, მძღოლს საშუალება აქვს საქარე მინას ზურგი შეაქციოს და ფართო ტელეეკრანთან წამოწოლილი, თანამგზავრს ესაუბროს. ახალ ყავას ავტომობილში დამონტაჟებული ესპრესოს აპარატი მოუმზადებს. სავარძლები მათ მანქანაში 180 გრადუსით ბრუნავს.

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:15 0:00
ბმული

კომპანიის წარმომადგენელი ფრენკ რინდრკნეხტი ამბობს, რომ ავტოპილოტი ამ ყოველივეს საშუალებას იძლევა: „მინდა დავიძინო, დავისვენო, ფილმები ვნახო... აი ეს არის ჩვენი ხედვა. ერთ დღესაც ისე იქნება, რომ საცობში აღარ მოივწყენთ, რითაც გვინდა, იმით გავერთობით და ცხოვრებას გავიხალისებთ“.

ჟენევის ავტოგამოფენაზე დიდი ყურადღება მიიქცია მანქანამ, რომელიც სამგანზომილებიანი პრინტერით შეიქმნა. გერმანული კომპანია „ედაგის“ მიერ ჩამოსხმული „ჯენესისი“ ერთი მთლიანი თერმოპლასტმასის ნაჭერია. გვესაუბრება კომპანიის სპიკერი - კრისოფ ჰორვასი.

„მანქანის გაკეთება ყოველგვარი ხელსაწყოს გარეშე გვინდა, ეს ინდუსტრიაში რევოლუციის ტოლფასი იქნება“ - ამბობს ის.

„ედაგის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ მანქანის ზედა ნაწილის დიზაინი კუს ჯავშანს გავს და მოდელს სიმტკიცეს ანიჭებს.

დანარჩენი მწარმოებლები მომავალში არც ისე შორ მანძილზე ხედვას გვთავაზობენ. „შკოდას“ მოდელი „ვიჟენ - C“ ეკოლოგიურად სუფთა, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე მოძრაობს. როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ჯო დევიდსონი ამბობს, მოდელს ორ წელიწადში გამოუშვებენ.

„ჩვენი კომპანიის შესაძლებლობების დემონსტრირება ხდება - რა შეგვიძლია გავაკეთოთ მომავალში გარემოს დაცვისთვის“ - აცხადებს „შკოდას“ წარმომადგენელი.

„ვოლვოს“ დიზაინის მენეჯერის სესილია სტარკის თქმით, ისინი ჟენევის გამოფენაზე კომფორტის და შემოქმედების შერწყმის კონცეფციით მოვიდნენ.

„სკანდინავიურ ხელოვნებას, მუსიკას, მოდას, ხელნაკეთ, ხალხური რეწვის ნიმუშებს და ამდაგვარ რაღაცეებს ვამატებთ, რაც მანქანას ემოციურობას, ექსპრესიულობას და მომხიბვლელობას ანიჭებს“ - ამბობს სესილია.

„ვოლვოს“ მოდელი ახალი ტექნოლოგიებითაც არის აღჭურვილი. ყველა ფუნქცია ხმით ან სენსორული ეკრანით კონტროლდება. სპეციალისტების აზრით, ეს მოდელი ბაზარზე გატანასთან შესაძლოა სხვებზე უფრო ახლოს იყოს.
XS
SM
MD
LG