ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფინანსური მხარდაჭერა გლობალური სამართლიანობისთვის


ადამიანის უფლებების დამცველი ინსტიტუტები ხშირად არ აკეთებენ აქცენტს პოტენციალის ამაღლებაზე

თავისუფლებისა და სამართლიანობის ღონისძიებების მხარდასაჭერად ექსპერტი კანონის უზენაესობის საკითხებში გლობალური ფონდის შექმნის წინადადებით გამოდის. მარკ ლოგანის თქმით, აღნიშნული ინსტიტუტი შესაძლოა შიდსის, ტუბერკულიოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის ანალოგი იყოს. „ამერიკის ხმის” კორესპონდენტი, ჯო დე კაპუა მოგვითხრობს დეტალებზე.

საგარეო ურთიერთობების საბჭოს ექსპერტის, მარკ ლაგონის თქმით, მართლმსაჯულება, ეკონომიკური აღმავლობისა და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, ფუნდამენტურია.

„კანონის უზენაესობას, რაც ეკონომიკური განვითარების პოტენციური კატალიზატორის როლს ასრულებს, მსოფლიოს ღარიბი მოსახლეობის ეკონომიკური წარმარტებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს,” - განმარტავს მარკ ლაგონი.

თუმცა, საგარეო ურთიერთობების საბჭოს უფროსი მკვლევარი ამბობს, რომ ეს ძალიან ხშრიად მხოლოდ შესაძლებლობად რჩება.

ლაგონის თქმით: „მსოფლიოში კანონის უზენაესობის მხრივ პრობლემები ხშირად ფურცელზე, ხელშეკრულებებსა და კანონებში ფიქსირდება, თუმცა, პრაქტიკაში მისი განხორციელება არც ისე ხშირად ხდება.”

ექსპერტი ლაგონი განმარტავს, რომ კანონის უზენასეობა „მოიცავს პროცედურებს, რომლებიც საზოგადოების ყველა წევრს სამართლიანობის მიღწევის საშუალებას აძლევს ამ პროცესში კორუფციისა თუ დისკრიმინაციის გარეშე.” მიუხედავად იმისა, რომ კანონის უზენაესობა ხშირად განიხილება როგორც ადამიანის უფლებების საკითხი, მარკ ლაგონი ამბობს, რომ ის ადამიანებს „საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის” საშუალებას აძლევს.

„მაგალითისთვის, წარმოიდგინეთ, დაუჯერებელი ეკონომიკური სასწაულის პირობებში მყოფი ინდოეთი და რამდენად უფრო სასწაულებრივი იქნებოდა ეკონომიკური თვალსაზრისით რომ ყველაზე უფრო არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფი კასტები - როგორსაც განეკუთვნება, მაგალითად, დალიტები - არ წარმოადგენდნენ მონობისა თუ ექსპლოატაციის სხვადასხვა ფორმის სუბიექტებს, რადგან 1970-იანი წლების შემდეგ გამოცემული კანონების განხორციელებას რეგულარული სახე არ აქვს, რაც მათ სამართლიანობის მოპოვების თანასწორ უფლებებს მიანიჭებდა,” - ამბობს ლაგონი.

ახლო აღმოსავლეთი, ექსპერტის თქმით, კიდევ ერთი მაგალითია.

„დაფიქრდით, რამდენად უფრო ნაყოფიერი იქნებოდა არაბეთისა და ახლო აღმოსავლეთის მთავრობების მოღვაწეობა რომ არ იყვნენ დამოკიდებულნი მხოლოდ წიაღისეული საწვავის სიმდიდრეზე და ქალების პოტენციალს აძლევდნენ გასაქანს - მათ დასაქმებას ვგულისხმობ - და რომ არ ხდებოდეს მათი უფლებების მუდმივი უგულვებელყოფა და არ იზღუდებოდეს მათი სამართლიანობის მოპოვების ხარისხი,” - განმარტავს ლაგონი.

შეკითხვა იმაში მდგომარეობს, თუ როგორ გადავინაცვლოთ პოტენციურიდან აღსრულებამდე. ექსპერტის თქმით, ადამიანის უფლებების დამცველი ინსტიტუტები ხშირად არ აკეთებენ აქცენტს პოტენციალის ამაღლებაზე.

„და რა გვჭირდება? ჩვენ გვჭირდება უფრო სწრაფი და ეფექტური სისტემა, სადაც თავს მოიყრიან სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც არასოდეს არ იქნებიან სრულად ინტეგრირებულნი უმეტესწილად მთავრობათაშორისი ორგანიზაციების ხელმძღვანელობით მოქმედ პარტნიორობებში. ასე რომ, ჩემი წინადადებაა, შეიქმნას ინსტიტუტი, რომელსაც მე კანონის უზენაესობის გლობალურ ფონდს დავარქმევდი,” - ამბობს მარკ ლაგონი.

ეს ინსტიტუტი გააერთიანებდა როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად სახელმწიფოებს, ბიზნეს ინტერესებს, არასამთავრობო და მთავრობათაშორის ორგანიზაციებს, ასევე, ფინანსურ ინსტიტუტებს.

„სამართლიანობის უზრუნველყოფის ხელშესაწყობად ეს ფონდი გამოყოფდა გრანტებს -- ამაში იგულისხმება პროკურორთა და მოსამართლეთა გადამზადება, ასევე, ადამიანების ცნობიერების ამაღლება კორუფციის აღმოფხვრის გზების თვალსაზრისით. მიზეზი, რის გამოც ამ ინსტიტუტს შესაძლოა ფონდი დაერქვას არა მხოლოდ „ფონდის” მნიშვნელობა აქვს, არამედ რეალურად ამაში იგულისხმება ნდობის დამყარება.”

ლაგონის თქმით, შემოთავაზებული ფონდის მოდელი შესაძლოა შიდსის, ტუბერკულიოზისა და მალარიის გლობალური ფონდის მსგავსი იყოს, ან უფრო ნაკლებად ცნობილი, გაეროს დემოკრატიის ფონდისა, რომელიც წარმოადგენს [გაეროს] გენერალური მდივნის დაქვემდებარებაში არსებულ სატრასტო ფონდს. ეს ფონდი არ შედის გენერალური ასამბლეის ბიუჯეტში. ლაგონი დამატებით განმარტავს, რომ გრანტების გაცემა პროგრამის მიმდინარეობის, ანგარიშვალდებულებისა და ხარჯვითი ნაწილის ეფექტურობის საფუძველზე მოხდებოდა.
XS
SM
MD
LG