ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰონგ-კონგის მოვლენებზე ვიდეოთამაში შეიქმნა


ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები გრძელდება, დღეიდან კი საპროტესტო მუხტი ვირტუალურ სივრცეშიც დაიკავებს თავის ადგილს.

ჰონგ-კონგელმა სტუდენტებმა ვიდეოთამაში შექმნეს, რომელიც მიმდინარე პროცესებს ასახავს.

"წინა ხაზის დემონსტრანტი" ასე ჰქვია თამაშს, რომელიც სტუდენტებმა შექმნეს. თამაშში მოქმედება ჰონგ-კონგში ვითარდება და მოთამაშემ სხვადასხვა დაბრკოლება უნდა გადალახოს, მათ შორის, გაარღვიოს პოლიციის კორდონი, თავი დაიცვას ცრემლსადენი გაზისგან და ალმოდებული მანქანებისგან.

ჰონგ-კონგის მოვლენებზე ვიდეოთამაში შეიქმნა
ჰონგ-კონგის მოვლენებზე ვიდეოთამაში შეიქმნა

"ჩვენ გვჯერა რომ ადამიანები იბრძოლებენ თავისუფლებისთვის" - აცხადებენ მედიასაშუალებებთან საუბრის დროს თამაშის შემქმნელები.

ავტორები ვარაუდობენ, რომ თამაში ონლაინ სივრცეში მომდევნო თვიდან გამოჩნდება.

მასობრივი ანტისამთავრობო აქციები ჰონგ-კონგში ივნისში დაიწყო. თავიდან დემონსტრანტები ექსტრადიციის კანონპროექტს აპროტესტებდნენ, რომელიც დამნაშავეების ჩინეთში ექსტრადირებას ითვალისწინებდა. პოლიციამ ძალა რამდენჯერმე გამოიყენა, თუმცა ძლიერი ზეწოლის შედეგად, ექსტრადიციის კანონპროექტი გაუქმდა. მოგვიანებით, საპროტესტო აქციები სრული დემოკრატიის გარანტიების და ჰონგ-კონგის მმართველის, კერი ლამის გადადგომის მოთხოვნაში გადაიზარდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG