ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალკატრასიდან სან-ფრანცისკომდე: რობინის წარმატებული აქცია


ბრიტანელმა ჟურნალისტმა რობინ ფორესტერ-ვოლკერმა, რომელიც რამდენიმე წელია საქართველოში მოღვაწეობს, 4 ივნისს საგანგებო აქცია ჩაატარა. მან წარმატებით გაცურა ურთულესი მონაკვეთი ალკატრასის კუნძულიდან ქალაქ სან-ფრანცისკომდე.

ეს იყო ქველმოქმედების მიზნით, საქართველოში მენტალური პრობლემების ადამიანების დასახმარებლად დაგეგმილი ნაბიჯი. აქცია მასშტაბური ხასიათის იყო და მასში მსოფლიოდან რვაასამდე ადამიანი იღებდა მონაწილეობას.

რობინმა მას შემდეგ გადაწყვიტა აქციაში მონაწილეობა, როცა ანალოგიური შეთავაზება მისმა ბიძაშვილმა გაუკეთა. მანამდე, ბიძაშვილის შვილმა, რომელიც შიზოფრენიით იყო დაავადებული, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

რობინმა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ცოტა ხნის წინ ჩაწერილ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის ამ აქციაში საქართველოს სახელით არ მონაწილეობს, მას სურს შეგროვილი თანხით საქართველოში მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების გადაჭრასა და სერვისების გაუმჯობესებაში შეიტანოს წვლილი.

ფორესტერს მიზნად დასახული აქვს აქციაში მონაწილეობით 15 ათასი დოლარი შეაგროვოს

გაქცევა ალკატრასიდან
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:25 0:00

Facebook Forum

XS
SM
MD
LG