ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთში საპენსიო ცვლილებების გამო პროტესტი გრძელდება


საფრანგეთში, უკვე, მე-12 დღეა სატრანსპორტო გაფიცვა გრძელდება. პროტესტი მთავრობის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც ქვეყნის 40-ზე მეტი სხვადასხვა საპენსიო სქემა ერთ, უნივერსალურ სისტემად გადაიქცევა და ყველასთვის ერთანაირი იქნება.

ცვლილებების მიხევდით, საპენსიო ასაკი 62-იდან 64 წლამდე გაიზრდება. პენსიები კი დამოკიდებული იქნება არა პირის უმაღლესი შემოსავლის მაჩვენებელზე, როგორც ახლაა, არამედ იმაზე, თუ რამდენი გამოიმუშავა ადმაიანმა კარიერის მანძილზე.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ფილიპმა თქვა, რომ ცვლილებები საპენსიო სისტემას უფრო "სამართლიანსა და მდგრადს" გახდის მოსახლებისთვის, რომლის რაოდებაც სულ უფრო იზრდება.

პროფკავშრების ლიდერებმა ცვლილება გააკრიტიკეს და თქვეს, რომ "მთავრობა ყველას დასცინის".

პროფესიული გაერთიანების წევრები აპირებენ, რომ პროტესტი გააგრძელონ. მათი გაფიცვის შედეგად თითქმის, სრულადაა პარალიზებული პარიზის მეტრო. პროტესტი შეეხო მატარებლებისა და თვითმფრინავების მუშაობასაც.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG