ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ქვეყანაში "ლოკდაუნი" არ გამოცხადდება


საფრანგეთის პრემიერ მინისტრი ჟან კასტო ამბობს, რომ კოვიდ-19 ქვეყნისთვის კვლავ მთავარი გამოწვევაა, მაგრამ არ ფიქრობს, რომ ლოკდაუნის გამოცხადება კვლავ საჭირო იქნება. ის ასევე, მოუწოდებს მოსახლეობას სიფრთხილის ყველა საჭირო ზომა მიიღონ, რათა კორონავირუსის გავრცელება თავიდან აიცილონ.

კორონავირუსის შესახებ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ საფრანგეთში, ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი კვლავ ძალიან მაღალია, თუმცა ოქტომბრის შემდეგ მონაცემები გაუმჯობესებულია. კასტოს თქმით, თუ სიტუაცია გაუარესდება, მთავრობა ყველა საჭირო ზომას მიიღებს.

პრემიერ-მინისტრმა განცხადება ვაქცინებთან დაკავშირებითაც გააკეთა. მისი თქმით, მთავრობის გათვლებით, 1,7 მილიონი ვაქცინის დოზა, სრულად გაიხარჯება მარტის ბოლოსთვის.

საფრანგეთი "ასტრაზენეკას" ვაქცინას მიიღებს. პრემიერის თქმით, ამ კომპანიის ვაქცინას შენახვის უფრო მარტივი წესები აქვს და ეს გადაწყვეტილება ამიტომაც მიიღეს. კასტო ამბობს, რომ "ასტრაზენეკას" ვაქცინას უფრო მარტივად და სწრაფად გაავრცელებენ ქვეყნის მასშტაბით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG