ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს


საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაძლიერებული უსაფრთხოების ფონზე მიმდინარეობს. პირველ ტურში 11 კანდიდატი მონაწილეობს. მათ შორის ულტრა-მემარჯვენე და კომუნისტი კანდიდატებიც არიან. პრეზიდენტობის მაძიებლები რადიკალურად განსხვავებულად ხედავენ ქვეყნის მომავალს, მათ შორის, ურთიერთობებს ევროკავშირთან, ნატოსა და აშშ-სთან. მიმომხილველთა აზრით, საფრანგეთის არჩევნებს, ბრიტანეთის ბრექსიტის რეფერენდუმისაგან განსხვავებით, ევროპისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ფავორიტებად მემარჯვენე მარინ ლე პენი და მემარცხენე-ცენტრისტი ემანუელ მაკრონი ითვლებიან.

არჩევნების დღეს საფრანგეთში ათასობით პოლიციელი და ჯარისკაცია მობილიზებული. გასულ კვირას პარიზის ცენტრში მომხდარი ტერაქტის შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა და რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ვარაუდობენ, რომ ტერაქტი ამომრჩეველთა აქტივობას გაზრდის.

თუ პირველ ტურში ვერცერთი კანდიდატი ხმების 50%-ზე მეტს ვერ დააგროვებს, 7 მაისს, პირველ და მეორე ადგილებზე გასულ კანდიდატებს შორის მეორე ტური გაიმართება.

ხმის მიცემა ამომრჩეველთა მაღალი აქტიურობის ფონზე მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 20 საათზე დაიხურება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG