ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პადინგტონი: „რუსეთის მიზანი ქართველების მსოფლმხედველობის შეცვლაა“


2015 წელი ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე უარესი იყო მსოფლიოში თავისუფლების კუთხით - ამ განცხადებას საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია ფრიდომ ჰაუსი აკეთებს.

ორგანიზაციის შეფასებით, საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში რჩება. რას იკვლევდა ორგანიზაცია საქართველოს შეფასებისას და რა თემებზე აპირებს დაკვირვების გაგრძელებას? ამ კითხვებით „ამერიკის ხმამ“

ჩვენ შეშფოთებული ვიყავით იმ ფაქტით, რომ იყო შესაძლებლობა ტელევიზია სასამართლოს გადაწყვეტილებით მთავრობისადმი კრიტიკული მფლობელებიდან მთავრობასთან დაახლოებული პირისთვის გადაეცათ. ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით ამ საქმეს
არჩ პადინგტონი, ფრიდომ ჰაუსის კვლევების პრეზიდენტი

ორგანიზაციის კვლევების პრეზიდენტი არჩ პადინგტონს მიმართა. მისი თქმით, საქართველო,როგორც ამჟამინდელი, ასევე წინა მთავრობის პირობებში მეტწილად დადებითად ვითარდებოდა. ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ ორგანიზაციის ყურადღება პოლიტიკური ოპონენტების გასამართლების და რუსთავი 2-ს საქმემ მიიქცია.

“რუსთავი 2-ის საქმე ძალიან შემაშფოთებელია. რეგიონის თითქმის ყველა ქვეყანაში პრესის თავისუფლება სადაო დემოკრატიული ინსტიტუტია. როცა ხელისუფლებაში ახალი ლიდერები მოდიან, პირველი რის გაკეთებასაც ცდილობენ ინფორმაციის წყაროებზე კონტროლის მოპოვებაა, ამ ქვეყნების უმეტესობაში ეს ტელევიზიაა.

არჩ პადინგტონი
არჩ პადინგტონი

ჩვენ შეშფოთებული ვიყავით იმ ფაქტით, რომ იყო შესაძლებლობა ტელევიზია სასამართლოს გადაწყვეტილებით მთავრობისადმი კრიტიკული მფლობელებიდან მთავრობასთან დაახლოებული პირისთვის გადაეცათ. ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით ამ საქმეს.“

ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა რუსეთს, რომელიც ვლადიმირ პუტინის მეთაურობით აგრესიულად ებრძვის ლიბერალურ ღირებულებებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის სამეზობლოში.

„პრესის, სამოქალაქო საზოგადოების და სასამართლო სისტემის პოლიტიკური კონტროლი 21-ე საუკუნის დიქტატორების მეთოდია. ვლადიმირ პუტინის, როგორც რუსეთის პრეზიდენტის, ნომერ პირველი პრიორიტეტი მედიაზე კონტროლის მოპოვება იყო,“ ვკითხულობთ ანგარიშში.

ამავე ანგარიშის მიხედვით რუსეთი და ჩინეთი ის ორი ქვეყანაა, რომლებიც ცენზურას და პროპაგანდას აქტიურად იყენებენ. საქართველოში პროპაგანდის გავრცელებას რუსეთი, პადინგტონის თქმით, ახალბედა ორგანიზაციების და ეკლესიის მეშვეობით ცდილობს.

თავისი გავლენის გასაზრდელად რუსეთმა გაამყარა კავშირები რუსეთის და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის
არჩ პადინგტონი, ფრიდომ ჰაუსის კვლევების პრეზიდენტი

„საქართველოში რუსეთის პროპაგანდის მხრივ ორი რამ გვაღელვებს. ერთი, ეგრეთწოდებული არასამთავრობო ორგანიზაციების მომრავლებაა, რომლებიც ახლო წარსულში რუსეთის ინტერესების წინ წასაწევად დაარსდნენ. ვერ ვიტყვი რომ ისინი გავლენიანები არიან, არ მინდა გადავაჭარბო და ვთქვა, რომ მათ ქართველების შეხედულებებზე გავლენა აქვთ. ცხადია ეს რუსეთის სტრატეგიაა საქართველოში დამოუკიდებელი პოლიტიკა შეასუსტოს და ქართველების მსოფლმხედველობა შეცვალოს, რომ მათ ევროკავშირში გაწევრიანებას ევრაზიული კავშირი არჩიონ. ეს არის მიზანი და ეს ორგანიზაციები ამ მიზანს ემსახურებიან. თავისი გავლენის გასაზრდელად რუსეთმა გაამყარა კავშირები რუსეთის და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის.“

დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში 195 ქვეყანა და 15 ტერიტორიაა შეფასებული, მათ შორის საქართველოს ოკუპირებული რეგიონები, უფლებადამცველი ორგანიზაციის შეფასებით, აფხაზეთი ნახევრად თავისუფალია, სამხრეთი ოსეთი კი არათავისუფალთა კატეგორიაშია.

შარშან თავისუფლების მდგომარეობა 72 ქვეყანაში გაუარესდა, გაუმჯობესება კი 43 ქვეყანაში.

მთავარი მიგნებები:

  • 195 ქვეყნიდან 86 შეფასებულია როგორც თავისუფალი, 59 - ნაწილობრივ თავისუფალი, 50 არათავისუფალი;
  • თავისუფლების კუთხით ყველაზე უარესი მაჩვენებელი ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებს აქვთ;
  • რამდენიმე ქვეყნის ლიდერმა სხვადასხვა მანევრებით 2015 წელს ვადა გაიხანგრძლივა, მათ შორისაა ბურუნდი, ბოლივია, ეკვადორი და კონგო;
  • ყურადღების ცენტრში დარჩა წინა წლის დრამატული უკუსვლები ტაილანდში, ყირიმსა და სამხრეთ სუდანში;
  • უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დიდი უკუსვლა აისახა გამოხატვის თავისუფლების და კანონის უზენაესობის სფეროებზე.

XS
SM
MD
LG