ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის ქალაქ ჰომსში დაძაბული ბრძოლები მიმდინარეობს


სირიის ქალაქ ჰომსში დაძაბული ბრძოლები მიმდინარეობს
სირიის ქალაქ ჰომსში დაძაბული ბრძოლები მიმდინარეობს

მობილურით გადაღებულ ვიდეო-კადრებზე სირიის თავისუფალი ჯარის მებრძოლები ისე ჩანან, თითქოს ისინი სამთავრობო ტანკის განადგურების ფაქტს საზეიმოდ აღნიშნავენ.

ორი ჯარისკაცი გახსნილი ცეცხლიდან თავის დაღწევას ცდილობს. „ამერიკის ხმას“ ეს ვიდეო კადრები, ერთ-ერთი მეამბოხისაგან ჩაუვარდა ხელში, რომელიც ჰომსის გარეუბანში ბაბა ამრის ტერიტორიაზეა გადაღებული.

ჰომსის რეგიონი საშინელი სისხლისღმვრელი ბრძოლებით გამოირჩევა. ამ ფაქტს, არა მარტო მოსახლეობა, არამედ, თავად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციაც ადასტურებს.

მეამბოხე, რომელმაც უშუალოდ ეს კადრები მობილურით გადაიღო, ადასტურებს რომ სირიის თავისუფალმა ჯარმა სამთავრობო ძალებზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა:

„თავისუფალი სირიის ჯარმა კარგი საქმე გააკეთა ჰომსში. ჩვენ ბაბა ამრის სამეზობლო ტერიტორიები დავიკავეთ, სამთავრობო ძალები და საიდუმლო პოლიცია უკან დავხიეთ; ახლა მშვიდობიან მოსახლეობაზე ვზრუნავთ და მათ უსაფრთხოებას ვიცავთ. “

სირიის მთავრობა, ქვეყანაში, ესკალაციის გამომწვევ მიზეზად უცხოეთიდან დაგეგმილ შეთქმულებას ასახელებს, რასაც მათი თქმით, ათასობით უსაფრთხოების ძალების განადგურება მოჰყვა.

აღნიშნული ვიდეო ჰომსში, მებრძოლთა ამოხოცვის კადრებსაც ასახავს. სირიის თავისუფალი ჯარის მებრძოლების თქმით მათი საბრძოლო მოქმედება სირიის საჰაერო ძალების ყოფილი სარდლობის მეშვეობით ხორციელდება.

„ბრძანებას თურქეთში მყოფი პოლკოვნიკის რიად ალ-ასადისგან ვიღებთ... ამასთანავე ყოველ საბრძოლო დანაყოფს თავისი სახელწოდება აქვს; ჩვენ, ბაბა ამრში, ფარუკის ერთეულს წარმოვადგენთ,-“ აღნიშნავენ მებრძოლები, და იქვე დასძენენ რომ სამთავრობო ძალების მიერ დაახლოებით 74 ადამიანია მოკლული. კონფლიქტის დარეგულირებისა და სისხლსიმღვრელი ბრძოლების დაუყონებლივი შეწყვეტის ერთ-ერთ პირობად კი ისინი საერთაშორისო საზოგადოების დროულ ჩარევას მიიჩნევენ.

ჰომსში, ანტი-სამთავრობო გამსოვლების თაობაზე მობილურით გადაღებული ვიდეო, მომიტინგეების მიერ ლოცვისა და გალობის კადრებს აჩვენებს, რასაც მოგვიანებით, სამთავრობო ძალების მომხრეებსა და მოწინაღმდეგეებს შორის, ძლიერი ორთაბრძოლა მოჰყვა.

XS
SM
MD
LG