ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არის თუ არა აშშ-ში პრესის თავისუფლება საფრთხეში?


"ასოშეიტედ პრესის" თანამშრომლების სატელეფონო საუბრების მალულად გაკეთებული ჩანაწერები მასმედიამ მთავრობის მიერ კანონდარღვევად შეაფასა

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის აღიარება, საიდუმლო სატელეფონო საუბრების ასოშიეიტედ პრესიდან ბენღაზის ტერაქტის გამოძიების შესახებ, ისევ მწვავე განხილვის თემაა. ასეთი რეაქციები როგორც პრესის თავისუფლების უფლებების დარღვევით შეშფოთებული ჟურნალისტური ორგანიზაციებიდან, ისე სამთავრობო წრეებიდან ვრცელდება, რომლებიც აქცენტს ეროვნულ უსაფრთხოებაზე აკეთებენ.

ისტორია მთავრობის მიერ მოპოვებული საიდუმლო სატელეფონო ჩანაწერის შესახებ, სადაც ასოშეიტედ პრესის ჟურნალისტები და რედაქტორები საუბრობენ, იმ გრძელი ბრძოლის ბოლო შეტაკებაა, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების დაცვის წინააღმდეგ ჟურნალისტურ თავისუფლების ხარისხს განიხილავს.

ხელისფლებამ ასოშეიტედ პრესის 20 სხვადასხვა სატელეფონო ხაზზე განხორციელებული საუბრები მალულად მოიპოვა და სააგენტოს ამის თაობაზე მოგვიანებით ამცნო. აქამდე, ხელისუფლება მისთვის საინტერესო საგამოძიებო მასალის მოპოვების მიზნით, წინასწარ უთანხმდებოდა რედაქციებს, და ასე იღებდა საჭირო სატელეფონო საუბრებს ან სხვა ინფორმაციას.

ასოშეიტედ პრესის და სხვა ახალი ამბების სამსახურების მხრიდან, ასევე პრესის თავისუფლების ორგანიზაციების და ამერიკის სამოქალაქო თავისუფლების კავშირის მიერ ხელისუფლების ბოლოდროინდელი ქმედება კანონის დარღვევად შეფასდა.

ლუსი დელგლიში მერილენდის ინსტიტუტში ჟურნალისტიკის პროგრამის დეკანია და „რეპორტიორები პრესის თავისუფლებისთვის“ კომიტეტის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი:

ჩანაწერების მოცულობა რომელიც ადრე გაკეთდა, და დროის ხანგრძლივობა, რომელსაც ისინი იძიებენ, მართლა ძალიან სულისშემძვრელია, და შემაწუხებელი,“-ამბობს ის.

ამ ისტორიამ ასევე კონგრესის ორივე პარტიის შეშფოთებაც გამოიწვია, მათ შორის მიჩიგანის შტატის კონგრესმენი დემოკრატი ჯონ კონიერსიცაა.

ჯონ კონიერსი: შეწუხებული ვარ იმით რომ, ხელისუფლება მასმედიის ასეთ ფართო მასიურ სატელეფონო მოსმენებს ახორციელებდა ასეთი დიდი ხნის განმავლობაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ასოშეიტედ პრესთან დაკავშირებული სატელეფონო საუბრები გასულ წელს გაკეთდა, და ეხებოდა ამერიკელი ჩინოვნიკების მიერ ალყაიდას მიერ იემენში დაგეგმილი ტერორისტული აფეთქების ჩაშლას. ეს აფეთქება ამერიკულ ავიალაინერზე ასაფეთქებელი ბომბის დამონტაჟებას მოიცავდა.

შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მდივანმა ერიკ ჰოლდერმა პოსტზე ყოფნის პერიოდში გამოძიების ამ ინფორმაციის გაჟონვის ფაქტს ყველაზე სერიოზული უწოდა.

ერიკ ჰოლდერი: ეს ამერიკელებს რისკის ქვეშ აყენებს, და ეს გადაჭარბებული არ არის. ცდილობენ დაადგინონ ვინ არის ინფორმაციის გაჟონვაზე პასუხისმგებელი, რაზეც როგორც მგონია ძალიან აგრესიული ზომების მიღებაა საჭირო.

პროტესტის მიუხედავად, პრეზიდენტმა ობამამ თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოძიების მხარე დაიჭირა.

ბარაკ ობამა: მობოდიშებას არ ვაპირებ და არ ვფიქრობ, რომ ჩემგან, როგორც ქვეყნის მეთაურისგან, ამერიკელი ხალხი ელის, რომ პრეზიდენტი მშვიდად მიიღებს ინფორმაციას ადამიანების უსაფრთხოების პრობლემებთან დაკავშირებით.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ჯერჯერობით უცნობია, ჟურნალისტების აღშფოთება საზოგადოების სტიმულირებას რამდენად მოახდენს.
ორპარტიული პოლიტიკის ცენტრის წარმომადგენელი ჯონ ფორტიერი ამბობს რომ, ამერიკელები 2001 წლის ტერაქტების შემდეგ თავისუფალი მედიის მუშაობით ეროვნული უსაფრთხოების საკითხების კუთხით კმაყოფილნი არიან.

ჯონ ფორტიერი: თუკი გამოკითხვებს შეხედავთ, გამოკითხულ ადამიანთა უმრავლესობა ამბობს რომ ისინი გარკევულ საფრთხეს ხედავენ. ჩვენ კი გვსურს თავისუფლება თუმცა, არსებობს სახელისუფლებლო ძალაუფლება რომელმაც ხალხის უსაფრთხოება უნდა დაიცვას. ეს გარკვეულად დაბალანსებული მოსაზრებაა.

თუმცა მედიის ადვოკატი ლუსი დელგლიში ჟურნალისტებს თავიანთი მეთოდების კორექტირებისკენ მოუწოდებს იმისათვის, რომ საკუთარი თავის დაცვა შეძლონ მომაბეზრებელი სამთავრობო გამოძიებებისგან.

ლუსი დელგლიში: ტექნოლოგია კარგი მეგობარი არ არის. ტელეფონისგან შორს უნდა დაიჭიროთ თავი, არ გამოიყენოთ ელექტრონული ფოსტა და საკრედიტო ბარათი. წყაროსთან შესახვედრად კომერციული თვითმფრინავით არ გაფრინდეთ. ასევე შორს იყავით ყველაფერ იმისგან, რასაც ბატარეა აქვს ან დამუხტვა სჭირდება. ინფორმაციის მომწოდებელ საკუთარ წყაროს პარკში შეხვდით.

ასოშეიტედ პრესთან დაკავშირებულმა დებატებმა კონგრესში წამოჭრა დამცავი კანონის მიღების ინტერესი, რომელიც ჟურნალისტებს დაცვის უფრო მყარ მექანიზმს შეუქმნის იმ შემთხვევების დროს, როდესაც მთავრობა ჟურნალისტების და რედაქტორების პირად ინფორმაციაში იქექება.
XS
SM
MD
LG