ნია იმან ფრანკლინი „მის ამერიკის“ სილამაზის კონკურსის გამარჯვებული გახდა. ისტორიაში პირველად, ღონისძიების არსებობის მანძილზე, ასპარეზობა საცურაო კოსტიუმში აღარ მოეწყო.
ოფიციალური ცერემონია ნიუ-ჯერსის ქალაქ ატლანტიკ-სითიში ტარდებოდა. ფრანკლინმა კონკურსზე ოპერა "ბოჰემიდან" ერთ-ერთი პარტია შეასრულა.
გრეტჩენ კარლსონმა, რომელიც „მის ამერიკის“ კონკურსის ხელმძღვანელია ეროვნული მასშტაბით, ადრე განაცხადა, რომ კონკურსანტებს გარეგნობით არ შეაფასებდნენ.