ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სპეცოპერაცია მალიში


მოკავშირეებმა ქალაქი გაო აიღეს

საფრანგეთის და მალის სამხედრო ძალები მალის ჩრდილოეთ რეგიონში გამაგრებული ისლამისტების წინააღმდეგ ოპერაციას განაგრძობენ. ამჯერად მათი სამიზნე ქალაქი ტიმბუქტუა. წუხანდელი ღამის განმავლობაში საფრანგეთის ავიაციამ ქალაქ კიდალში ალ-ყაიდას მოკავშირე ისლამისტების ლიდერის სახლი გაანადგურა. მანამდე საფრანგეთის და მალის ძალებმა სტრატეგიული ქალაქი გაო დაიკავეს. საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მალიში ანტიტერორისტულ ოპერაციაში ასევე ერთვებიან ნიგერიის და ჩადის სამხედრო ძალები. მალიში იმყოფება „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი იდრის ფოლი, რომელიც ქალაქ გაოს აღების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.

„გაო ჩრდილოეთ მალიში ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქია. ის დასავლეთ აფიკაში ჯიჰადის და ღმერთის კავშირის დაჯგუფებას ერთგვარ დედაქალად ითვლებოდა,“ - აცხადებს იდრის ფოლი.
XS
SM
MD
LG