ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პარიზი საზღვრების კონტროლს ამკაცრებს და კომენდანტის საათს უფრო ადრე აწესებს


საფრანგეში კოვიდ-19-ის გამო შემოღებული შეზღუდვები კიდევ უფრო მკაცრდება. კომენდანტის საათის რეგულაციები შეიცვალა და გადაადგილების შეზღუდვამ კიდევ უფრო ადრე, საღამოს 6 საათზე გადმოიწია.

მთავრობის დღევანდელი განცხადებით, ახალი შეზღუდვების მიზანი ინფიცირების გავრცელების შენელებაა და ის სულ ცოტა, ორი კვირა გასტანს. საფრანგეთი ქვეყანაში შემოსვლასაც მეტად გააკონტროლებს და ამისთვის საზღვრების დაცვასაც აძლიერებს.

ახალი შეზღუდვები ძალაში შაბათს დილიდან შედის. ორშაბათიდან დაწყებული, ყველა ადამიანი, ვინც საფრანგეთში სხვა ქვეყნიდან ჩავა (ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარდა), ვალდებულია წარმოადგინოს უარყოფითი პასუხი კოვიდ-19-ის ტესტზე. ამის შემდეგ, ის ასევე ვალდებულია ერთი კვირის მანძილზე თვითიზოლაციაში დარჩეს.

​კოვიდ-19-ის გართულებებით სიკვდილობის მაჩვენებელი საფრანგეთში ჯერ კიდევ მაღალია. ამ მონაცემებით მას მსოფლიოში მეშვიდე ადგილი უჭირავს. პარიზში განსაკუთრებით არიან შეშფოთებულნი კორონავირუსის ახალი ვარიაციით, რომელიც პირველად ბრიტანეთში აღმოაჩინეს და რომელიც მოსახლეობაში ახალი შემთხვევების ერთ პროცენტს შეადგენს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG