საფრანგეთის პოლიციამ მომიტინგეების მიერ ბლოკირებული ნავთობ-ტერმინალი გაანთავისუფლა. მიუხედავად ამისა მუშებმა პარიზის აეროპორტებს ნავთობსადენი გადაუკეტეს.
საფრანგეთის პროფკავშირმა 12 ნავთობ-ტერმინალი დაკეტა საპროტესტო აქციების დაწყებიდან მეოთხე დღეს, რამაც მთელს ქვეყანაში ენერგოკრიზისი შეიძლება გამოიწვიოს.
საპროტესტო აქციებს სტუდენტებიც შეუერთდნენ, თუმცა პოლიციამ მათ პრემიერ-მინისტრის რეზიდენციასთან მისვლის საშუალება არ მისცა.