საფრანგეთის პოლიციამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი თავმჯდომარე დომინიკ სტრაუს კანი ორდღიანი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლა. მას პროსტიტუციურ საქმიანობაში მონაწილეობა ედება ბრალად.
დაკითხვის დროს გამოძიება ცდილობდა გაერკვია, იცოდა თუ არა სტარუს კანმა, რომ ქალბატონები, რომლებიც მასთან პარიზისა და ვაშინგტონის სასტუმროებსა და რესტორნებში დროს ატარებდნენ მეძავეები იყვნენ.
სტრაუს კანის ადვოკატის განცხადებით, ეჭვმიტანილმა აიღიარა რომ მას დანამდვილებით ქონდა ინტიმური კავშირი ამ ქალბატონებთან, თუმცა არ იცოდა რომ ისინი მსუბუქი ყოფაქცევის ქალები იყვნენ.
გამოძიება ასევე ადგენს გადაუხადა თუ არა ფული სტრაუს კანმა მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში მეძავეებისათვის ფულის გადახდა აკრძალული არ არის, არაკანონიერი გზით მიღებულ თანხაზე კი შეიძლება სათანადო სადამსჯელო ზომები განხორციელდეს.