ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტულუზაში პოლიციამ ალყა შემოარტყა ეჭვმიტანილის სახლს


საფრანგეთის პოლიცია მოლაპარაკებას აწარმოებს ეჭვმიტანილთან, რომელმაც შვიდი ადამიანი, მათ შორის სამი ებრაელი ბავშვი გამოასალმა სიცოცხლეს.

საფრანგეთის ხელისუფლების განცხადებით, მკვლელი 24 წლის ალჟირული წარმოშობის მუჰამედ მერაა, რომელიც აცხადებს, რომ ალ-ყაიდასთან არის კავშირში. რამდენიმე წლის წინ მერა ავღანეთის ციხეში იხდიდა სასჯელს.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის კლოდ გუანტის განცხადებით, პოლიცია ტერორისტის ცოცხლად აყვანას ცდილობს. როდესაც მის სახლს ტულუზაში პოლიციამ ალყა შემოარტყა ეჭვმიტანილმა მათ სროლა აუტეხა და ორი ოფიცერი დაჭრა. პოლიციამ მუჰამედ მერას ძმა დააპატიმრა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მტკიცებით ეჭვმიტანილი უკმაყოფილებას გამოთქვამდა ისრაელის მიერ პალესტინელი ბავშვების მკვლელობის გამო. ამასთან დაკავშირებით პალესტინის პრემიერ-მინისტრმა სალამ ფაიადმა განაცხადა, რომ დროა დამთავრდეს პალესტინის თემით სპეკულაცია ტერორისტების მიერ ჩადენილი სასტიკი მკვლელობების გასამართლებლად.

XS
SM
MD
LG