ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთის პრეზიდენტი თბილისში ჩავიდა


ფრანსუა ოლანდი
ფრანსუა ოლანდი
საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი თბილისში ჩავიდა.

ის სამშაბათსვე შეხვდა საქართველოს მთავრობის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს. საქართველოს პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერმა ფრანგ პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ვიზიტისთვის.

საფრანგეთის პრეზიდენტი თბილისში სამხრეთ კავკასიაში სამ ქვეყანაში გამართული ტურის ფარგლებში ჩავიდა.

ვიზიტის ფარგლებში ფრანსუა ოლანდი საფრანგეთ-საქართველოს ბიზნესმენთა ფორუმს დაესწრო.

საქართველოს პრეზიდენტის ოფისიდან გამოსული ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრის მთავარი თემები საქართველოს პარტნიორობა იყო ნატოსა და ევროკავშირთან.
XS
SM
MD
LG